ახალი ამბები

2015-03-24 

სსე-ისა და თურქეთის სისტემური ოპერატორის (თეიაში) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

  დღეს, 24 მარტს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში, სსე-ის წარმომადგენლებმა, რეაბილიტაციის მმართველის, სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გამართეს თურქეთის სისტემური ოპერატორის (თეიაში) წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, რომლებშიც განხილული იყო ელექტროენერგიით ვაჭრობის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ორგანიზების, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მხარდაჭერის და თურქეთსა და საქართველოს შორის ავარიული დახმარების გაზრდის საკითხები.

GSE and TEIAS (System Operator of Turkey) Meeting1

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, განხილული იქნა კოოპერაციის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხებიც, რომლის სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები პარასკევს, 27 მარტს მოაწერენ ხელს.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ერთობლივი სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელიც მომდევნო წლებში საქართველოსა და თურქეთის მძლავრ ელექტროენერგეტიკულ კავშირს უზრუნველყოფს.

GSE and TEIAS (System Operator of Turkey) Meeting2GSE and TEIAS (System Operator of Turkey) Meeting3

კომუნიკაცია