ახალი ამბები

2016-12-26 

სულხან ზუმბურიძე სსე-ს თანამშრომლებს შეხვდა

სსე-ის სათაო ოფისში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კომპანიის მმართველი გუნდი და სსე-ის თანამშრომლები დაესწრნენ. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა სულხან ზუმბურიძემ, რომელმაც კომპანიაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი წელი დასრულდა, რომ ჩვენი კომპანია ყოველწლიურად მიიწევს წინ და დღეისათვის ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ სუბიექტს წარმოადგენს. მაღალი ხარისხის მომსახურება უზრუნველყოფილია ქსელის რესურსების ეფექტიანი გამოყენებით, რაც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, ვუპასუხოთ შიდა, თუ საერთაშორისო დინამიური ბაზრის მოთხოვნებს. ეს ყველაფერი კი, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია.“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

შეხვედრის დასასრულს, რეაბილიტაციის მმართველმა სსე-ის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული და ბედნიერი წელი უსურვა.

Sulkhan Zumburidze Met GSE Employees-2-300x200.jpgSulkhan Zumburidze Met GSE Employees-4-300x200.jpgSulkhan Zumburidze Met GSE Employees-5-300x200.jpg

კომუნიკაცია