ახალი ამბები

2015-06-19 

დასრულდა ელექტროგადამცემი ხაზის „თონეთი1,2“ ანძის დაყენების სარეკონსტრუქციო სამუშაოები

დღეს,19 ივნისს დასრულდა , სტიქიური უბედურების შედეგად, კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავარიულად გამორთული 110 კვ-იანი ორჯაჭვა ანძის აღდგენითი სამუშაოები. საჭირო გახდა ახალი ანძის მეწყერსაშიში ადგილმდებარეობიდან უსაფრთხო ადგილას გადატანა და ხაზის ე.წ. ტრასის შეცვლა.

აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი აერთიანებს „ხრამი -1“-ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურთან „ლისი 220“. მოწყვეტილი და წაღებული 357-ე ანძა ახალი ანძით შეიცვალა. ხრამის ელექტროსადგურებს გააჩნიათ სისტემასთან დამაკავშირებელი სარეზერვო კვება, ამიტომ მომხმარებელს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდებოდა. ამ დღეების განმავლობაში, ავარიის ადგილზე, მობილიზებული იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტექნიკური ბრიგადები. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ახალი გზის გაყვანის და ანძის დაყენების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

Works for Tower Installation of Power Transmission Line Toneti 1,2 are Finalized1Works for Tower Installation of Power Transmission Line Toneti 1,2 are Finalized2Works for Tower Installation of Power Transmission Line Toneti 1,2 are Finalized3

კომუნიკაცია