2015-06-06
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ამერიკის დღეების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
6 ივნისს, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში, რიყის პარკში გაიმართა ამერიკის დღეები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარ ნორლანდმა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძესთან ერთად სსე-ში USAID-ის დახმარებით განხორციელებული პროექტების ამსახველი სტენდი დაათვალიერა.
„მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID).
USAID-მა საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სფეროში. მათი დახმარებით ჩვენ შევძელით ქვეყნის ენერგოსისტემა უფრო მეტად საიმედო გაგვეხადა, დიდი ნაბიჯები გადაიდგა ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, USAID -ის დახმარებით დავნერგეთ თანამედროვე მოწყობილობები . მნიშვნელოვნად განვავითარეთ და გავაძლიერეთ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფრასტრუქტურა.
USAID-ის დახმარება არამხოლოდ საქართველოს ენერგოსექტორისთვის გაწეული დახმარებაა, არამედ ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის შეტანილი დიდი წვლილი“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.