ახალი ამბები

2016-12-06 

კახეთის რეგიონალურ ქსელში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრა გაიმართა

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონალურ ქსელში ჩატარდა.
ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან ერთად, ქვესადგურები „კაჭრეთი-110“ და „გურჯაანი-220“ მოინახულა.

შეხვედრაზე, რომელიც კახეთის რეგიონალურ ქსელში ჩატარდა, პრეზენტაცია გააკეთა კახეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა – ბატონმა თემურ მეტრეველმა, რომელმაც 2016 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელებული სამუშაოები მიმოიხილა.
შეხვედრის დასასრულს, სულხან ზუმბურიძემ თავის პრეზენტაციაში იმ მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. გარდა ამისა, შედგა დიალოგი თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის.

შემდეგი შეხვედრები იმერეთისა და აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალურ ქსელებში ჩატარდება.

15288700_602953779891502_5441976114027537571_o-300x20015326108_602953483224865_4203501089756970329_o-300x200

კომუნიკაცია