განცხადებები

2014-09-03 

500/220კვ ქვესადგურის “ჯვარი” და შესაბამისი 500კვ და 220კვ ეგხ-ების მშენებლობის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გ.ზ.შ დოკუმენტის საჯარო განხილვა

500/220 კვ ქვესადგურის „ჯვარი“ და შესაბამისი 500 კვ და 220ეგხ-ების მშენებლობის პროექტის შესახებ შპს. “ენერგოტრანსი” 2014 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად იწყებს 500/220კვ ქვესადგურის “ჯვარი” და შესაბამისი 500კვ და 220კვ ეგხ-ების მშენებლობის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვას. პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1) დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის 500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა, 500 კვ “კავკასიონის” ხაზის შეჭრით და დაახლოებით 60 კმ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჯვარიდან ხორგაში, რაც გულისხმობს ახალი 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ს მიერთებას ხორგის 220 კვ და ჯვარის 500 კვ ქვესადგურებთან;

2) ახალი 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას ჯვარში – ქვესადგურის 500კვ მხარის მოწყობა ამომრთველის ერთნახევარი სქემით, ორი დიაგონალით; 220 კვ მხარის მოწყობა ორი სალტით, სალტეთა მაერთით და ექვსი სახაზო უჯრედით, 500/220კვ 3X167 მვა ტრანსფორმატორების ერთი ჯგუფით და თანმხლები სამშენებლო სამუშაოები და მომსახურება.

1.პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება: ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტში – ა/წ 30  ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, მისამართზე: ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ #90, IV სართული.

2. წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტში – ა/წ 31 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, მისამართზე: ქ. წალენჯიხა, კ. სალიას ქ. # 5, II სართული.

3. ხობის რაიონის მინიციპალიტეტში – ა/წ 31 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, მისამართზე: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ.#189, III სართული განსახილველი გზშ-ს ანგარიშის წინასწარი ვერსია და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეთათვის ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე.:

  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. №6 (ამობეჭდილი ვერსია);
  • სს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” – ბარათაშვილის #2, სართული პირველი, (ამობეჭდილი ვერსია), (www.gse.com.ge – ელექტრონული ვერსია)
  • შპს. “ენერგოტრანსი” – ბარათაშვილის #2, პირველი სართული ოთახი #3. ამობეჭდილი ვერსია (www.energotrans.com.ge – ელექტრონული ვერსია)
  • ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტი – რუსთაველის ქ #90 (ელექტრონული ვერსია)
  • წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტი – კ. სალიას ქ. # 5 (ელექტრონული ვერსია)
  • ხობის რაიონის მინიციპალიტეტი -  ცოტნე დადიანის ქ.#187 (ელექტრონული ვერსია)

კომენტარები მიიღება ა/წ 29 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართებზე: info@energotrans.com.ge; a.khetaguri@energotrans.com.ge; m.gikoshvili@energotrans.com.ge ელექტრონული სახით, და შპს. “ენერგოტრანსი” – ბარათაშვილის #2, პირველი სართული, ოთახი #3 წერილობით.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილები:

კომუნიკაცია