ეგხ-ების მშენებლობის ზემოქმედება გარემოზე
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ზემოქმედება ბუნებრივ გარემოზე.
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ზემოქმედება გარემოზე არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც მასშტაბით და ხარისხით, ისე გავლენის ქვეშ მყოფი ბუნებრივი რეცეპტორების მოქმედების ზონით. ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს ძირითად ზემოქმედებას განიცდის შემდეგი:
- წყლის ობიექტები - ნაკადულები და მდინარეები
- სედიმენტაცია, რასაც იწვევს გრუნტის დამუშავების, ასევე მისასვლელ გზებსა და გასხვისების ზოლებზე პროექტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნალექიანი წყლის ჭარბი ჩამონადენი;
- მდინარიან დაბლობებში ანძების განთავსებამ შეიძლება შეაჩეროს წყალმოვარდნა და დატბოროს ზედა ბიეფის ნაწილი;
- ზედაპირული წყლის ნაკადებით მიწაზე დაღვრილი დამაბინძურებელი ნივთიერებების არხში ჩაღვრის ან ტრანსპორტირების შედეგად გამოწვეული დაბინძურება;
- მდინარეებში და მდინარის გადაკვეთებზე ტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ზემოქმედება.
- ჰაერის ხარისხი
- მშენებლობის ეტაპზე მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება;
- სამშენებლო ტექნიკით გამოწვეული გამონაბოლქვი.
- გეოლოგია, ნიადაგი
- მისასვლელ გზებსა და გასხვისების ზოლებზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით ნიადაგის დატკეპნვა და დაკვალვა;
- ხეებისა და ბუჩქებისგან გაწმენდა ნიადაგს ეროზიისა და მასობრივი გადაადგილებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის;
- ანძების საძირკვლებისთვის შესრულებულმა აფეთქებებმა შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის მასობრივი გადაადგილება ან ზვავები მაღალთოვლიან ადგილებში;
- მშენებლობისა და ტექნიკური მომსახურების დროს გამოყენებული საშიში მასალების (საწვავი და საპოხი მასალები, საღებავი და სხვ.) გამოყენების, არასათანადო მართვის და დაღვრის შედეგად ნიადაგის დაბინძურება;
- მცენარეული საფარის კონტროლის ტექნიკამ ჰერბიციდების გამოყენებით შეიძლება დააბინძუროს ნიადაგი;
- სიძირკვლისთვის ამოთხრილი მიწა შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით აღმოჩნდეს ქარისა და წყლის ზემოქმედების ქვეშ;
- არამყარ ან გეოსაფრთხეების გააქტიურების რისკის ქვეშ მყოფ ადგილებში ბოძების განთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყერი.
- მიწის გამოყენებაზე პოტენციური ზემოქმედება
- ოჯახების ფიზიკური გადაადგილება;
- სახნავ-სათესი მიწების და სათიბ-საძოვრების მუდმივად ან დროებით დაკარგვა;
- ტყის გაჩეხვა მშენებლობისთვის და სამუშაოების შესრულებისთვის, ასევე გადამცემი ხაზების უსაფრთხოება.
- ბიოლოგიურ გარემოზე პოტენციური ზემოქმედება
- გასხვისების ზოლების გაწმენდის, ანძის დადგმის, სადენების გაყვანის და მისასვლელი გზების მშენებლობის გამო ტყის ბინადართა საცხოვრებელი ადგილების მუდმივად დაკარგვა;
- გასხვისების ზოლების გაწმენდის, სამშენებლო სამუშაოების და ტექნიკის ექსპლოატაციის შედეგად მცენარეული საფარის დაზიანება/მოშორება;
- ტყის ეკოსისტემაში ინვაზიური ჯიშების გამრავლება;
- ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა საცხოვრებელი ადგილების დროებით დაკარგვა;
- მშენებლობისა და ტექნიკური მომსახურების დროს ბუნაგების/ბუდეების განადგურება, ცხოველების დაზიანება/სიკვდილიანობა;
- ფრინველების და ღამურების ელექტროგადამცემ ხაზებთან კონტაქტით გამოწვეული შეჯახებები/სასიკვდილო ელექტროტრავმები;
- გასხვისების ზოლების გაწმენდის, სამშენებლო სამუშაოების და ტექნიკის ექსპლუატაციის შედეგად მცენარეული საფარის დაზიანება/მოშორება.
- ადგილობრივ მოსახლეობაზე, პროექტში დასაქმებულ მუშებზე და ზოგადად საზოგადოებაზე პოტენციური ზემოქმედება
- მავნე ფაქტორებით (ხმაური, გამონაბოლქვი გაზები, მტვერი) გამოწვეული ჯანმრთელობის პოტენციური რისკები;
- პროექტის ფარგლებში ტექნიკის მოძრაობით გამოწვეული უსაფრთხოების პოტენციური რისკები;
- შეყვანილი მუშახელისგან გადამდები დაავადებების გავრცელება;
- ანძებიდან ან ძაბვის ქვეშ მყოფი კაბელებიდან ჩამოვარდნით გამოწვეული უსაფრთხოების რისკები;
- ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს მდებარე აეროპორტების შემთხვევაში, თვითმფრინავების უსაფრთხოების რისკები.