ჭკვიანი ქსელი
ჭკვიანი ქსელი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ენერგოსისტემების გლობალური ტექნოლოგიური განვითარების სახელწოდებაა ქვეყნებისთვის, ქალაქებისთვის და ელექტროენერგიის ცალკეული მომხმარებლისთვის.
ჭკვიანი ქსელი ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და მოხმარების ავტომატურ ქსელს წარმოადგენს.
ჭკვიანი ქსელი „ჭკვიანი“ სისტემაა, რომელსაც შეუძლია თვითმონიტორინგის განხორციელება და ქსელის ნებისმიერი მონაწილის მსგავსად ანგარიშის წარდგენა, ასევე ეფექტურობის, დანაკარგების თუ ეკონომიკური სარგებლიანობის ნებისმიერი კუთხით ელექტროენერგიის წარმოების და გადაცემის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.
ჭკვიანი ქსელი უზრუნველყოფს აქტიური სქემის ორმიმართულებიან ურთიერთქმედებას რეალურ დროში ქსელის ყველა ელემენტს შორის ინფორმაციის გაცვლის, გენერაციისა და დატვირთვის დროს. ციფრული კომუნიკაციის ქსელების და მონაცემთა გაცვლის ინტერფეისების გამოყენებით, ჭკვიანი ქსელი ხელს უწყობს ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.
ჭკვიან ქსელს შეუძლია ეფექტურად დაიცვას თავი და თავად აღდგეს სისტემის მასშტაბური გაუმართაობის და არამდგრადობის, ბუნებრივი კატასტროფების და გარე საფრთხეების დროს.
ჭკვიანი ქსელი კარგად უმკლავდება ელექტროენერგიის წარმოებაში დიდი მოცულობის განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციით (და არა მხოლოდ) გამოწვეულ ცვლილებებს. საჭიროა, რომ გადამცემი სისტემები უფრო დაიხვეწოს.
უკეთესი ბალანსი უნდა არსებობდეს ელექტროენერგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის, განსაკუთრებით ქსელში დიდი რაოდენობის განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ფონზე. აქედან გამომდინარე, ქსელი უფრო ავტომატიზირებული და დახვეწილი უნდა გახდეს.
ჭკვიანი ქსელი თანამედროვე ქსელის ოპერაციებთან დაკავშირებულ სამომავლო გამოწვევებთან გამკლავების საშუალებაა..