სისტემის მდგრადი განვითარება

კვლევისა და განვითარების ეს პრიორიტეტული სფერო ორიენტირებულია გარემოს დაცვაზე და საქართველოს მაღალი ძაბვის ენერგოსექტორში დაგეგმვისა და მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე.

საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც ძალიან მგრძნობიარე გარემო და ბევრი დაცული ტერიტორია გააჩნია. ასე, რომ ჩვენი გამოწვევაა მაღალი ძაბვის ქსელის განვითარების საჭიროებების ჰარმონიზაცია და ქსელის მშენებლობა ახალ ტერიტორიაბზე რაც საჭიროებს გარემოს დაცვასა და კლიმატზე მზრუნველობას, სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების ღრმა განხილვას.

ჩვენ უნდა შევკრიბოთ და შევაფასოთ სხვადასხვა მოსაზრებები და გადაწყვეტები, ავწონ-დავწონოთ და უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება იყოს ოპტიმალური ყველა გამოწვევისთვის. გრძელვადიანი დაგეგმვა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ასეთი ძალისხმევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავე დროს, ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განხილვა და განხორციელება არის აუცილებელი მიზანი.