გარემოზე ზემოქმედების შეფასება
ეკოლოგიური რეცეპტორების კვლევა და შეფასება ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პოტენციური ზემოქმედების გამოვლენის მიზნით (და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება) უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (https://matsne.gov.ge/ka/document/view/20206) ან თუ პროექტს აფინანსებენ ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა IFC, EBRD ან KFW, ეს პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი სახელმძღვანელოების შესაბამისად:
- IFC - გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და უსაფრთხოების სახელმძღვანელო (https://www.ifc.org/wps/wcm/connect/topics_ext_content/ifc_external_corporate_site/sustainability-at-ifc/policies-standards/ehs-guidelines )
- EBRD - ფუნქციური მოთხოვნები (http://www.ebrd.com/who-we-are/our-values/environmental-and-social-policy/performance-requirements.html)
KFW - მდგრადობის შესახებ სახელმძღვანელო (https://www.kfw-entwicklungsbank.de/PDF/Download-Center/PDF-Dokumente-Richtlinien/Nachhaltigkeitsrichtlinie_EN.pdf) ყყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელმძღვანელო ეფუძნება ევროსაბჭოს 1985 წლის 27 ივნისის 85/337/EEC დირექტივას „გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“, რომელშიც რამდენიმეჯერ შევიდა ცვლილებები (http://ec.europa.eu/environment/eia/eia-support.htm)
თუ პროექტს აფინანსებენ ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა WB და ADB, ეს პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი სახელმძღვანელოების შესაბამისად:
- WB - მდგრადობის შესახებ სახელმძღვანელო http://www.ifc.org/wps/wcm/connect/topics_ext_content/ifc_external_corporate_site/ifc+sustainability/our+approach/risk+management/ehsguidelines
- ADB - მდგრადობის შესახებ სახელმძღვანელო https://www.adb.org/themes/environment/adb-support-environmental-sustainability