ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ყოველწლიურად ანგარიშობს და აქვეყნებს ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავს, რომელიც ასახავს იმ ელექტროენერგიის წყაროებს, რომელზეც წარმოშობის სერტიფიკატი არ არის გაცემული. აღნიშნული მექანიზმი მნიშვნელოვანია ბაზრის გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა ინფორმირებისათვის.
