ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 29 დეკემბრის №69 დადგენილებით, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" დადგინდა ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი: 7 226 ლარი/დღე (ელექტროენერგიის ბაზრის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ამოქმედების თარიღიდან 2026 წლის 1 იანვრამდე).
ტარიფის სუბიექტებზე განაწილების პრინციპი განსაზღვრულია "ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს № 46 დადგენილების დანართი № 2-ით დამტკიცებული "ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების" შესაბამისად.