ახალი ამბები

2015-07-01 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” თანამშრომლები საქველმოქმედო აქციისთვის გაერთიანდნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, კუთვნილი ხელფასებიდან 12 375 ლარი გადარიცხეს.

კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნის გამო, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტისა და თანამშრომლების ინიციატივით, მიღებული იქნა კუთვნილი ხელფასებიდან გარკვეული თანხის მერიის ვებ-გვერდზე მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვის გადაწყვეტილება.

აქციაში მონაწილეობა კომპანიის 778 თანამშრომელმა მიიღო.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უსამძიმრებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით.

კომუნიკაცია