2015-12-18
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტის ვიზიტი კახეთის რეგიონალურ ქსელში
2015 წლის 17 დეკემბერს, რეგიონალური ქსელების მონახულების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდი
კახეთის რეგიონალურ ქსელს ეწვია. კახეთის რეგიონალური ქსელი 2002 წელს, თელავის და გურჯაანის ქსელების გაერთიანების შედეგად შეიქმნა და ელექტროენერგიით კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს ამარაგებს.
მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ რეგიონალური ქსელების თანამშრომლებს 2015 წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
სსე-ის მენეჯმენტმა მოინახულა ქვესადგურები: ,,გურჯაანი-220“, „მუკუზანი”, „წინანდალი“, „თელავი“. ასევე დაათვალიერეს „მანავის ხაზზე“ მიმდინარე ოპტიკის გაჭიმვითი სამუშაოები.
კომპანიის მენეჯმენტის კახეთში ვიზიტით დასრულდა რეგიონალური ქსელების მონახულების 2015 წლის პროექტი.