2017-02-07
აღრიცხვის კვანძების ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის ფორმის და მათი გაცემის წესის ცვლილებების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების “საფუძველზე მიღებულ, სს„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (შემდგომში: სსე) 2015 წლის 25 ივნისის („აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”) N253 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილებები 07.02.2017 წლის N62 ბრძანებით.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბრძანება N62 შესაბამის დანართებთან ერთად.
ასევე თანდართულია კვალიფიციური საწარმოს/მაძიებლის მიერ, სათანადო მოთხოვნის დაფიქსირების წერილის პროექტისა და შესავსები საინფორმაციო ფორმების ელექტრონული ვერსიები;
გთხოვთ, იხილოთ ხსენებული მოთხოვნის წერილის ფორმა,
შესავსები ფორმა (მაძიებლის შემთხვევის გარდა) - MS Excel-ის ფაილი და
შესავსები ფორმა (მაძიებლის შემთხვევებში) - MS Excel-ის ფაილი;
კვალიფიციურ საწარმოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის, ასევე ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით, სსე-ს მხრიდან საკონტაქტო პირები არიან:
ირაკლი ჩომახიძე (მობილური: +995 591 114 115; irakli.chomakhidze@gse.com.ge);
გიორგი ცხადაძე (მობილური: +995 577 50 36 50; giorgi.tskhadadze@gse.com.ge);
დავით დვალი (მობილური: +995 577 24 04 19; david.dvali@gse.com.ge);
ზეზვა მარტიაშვილი (მობილური: +995
591 50 61 54; zezva.martiashvili@gse.com.ge).
2015-06-30
ინფორმაცია აღრიცხვის კვანძების ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ (შემდგომში „ბაზრის წესები”) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლჰ” ქვეპუნქტის თანახმად, ასევე ამავე წესების 161-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (შემდგომში „სსე“) მიერ 25.06.2015 წლის N253 ბრძანებით დამტკიცდა „აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი”. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბრძანება შესაბამის დანართებთან ერთად. ამასთან გაუქმებულ იქნა „აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ სსე-ს 16.05.2014 წლის N124 ბრძანება.
გთხოვთ, იხილოთ აღნიშნული ბრძანება N253, დანართებითურთ.
2016-04-28
აღრიცხვის კვანძების ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის ფორმის და მათი გაცემის წესის ცვლილებების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ საფუძველზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (შემდგომში „სსე“ ) მიერ, 25.06.2015 წლის N253 ბრძანებით დამტკიცდა „აღრიცხვის კვანძ(ებ)ის ზედა დონის „ესკაა სისტემა“-ში ჩართვის/დაკავშირების დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის ფორმის და მისი გაცემის წესი”, რომელშიც შეტანილი იქნა ცვლილებები 27.04.2016 წლის N246 ბრძანებით.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბრძანება N246 შესაბამის დანართებთან ერთად.