ახალი ქვესადგურის „ახალციხე - 500/400/220” და მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის მშენებლობა
პროექტის დასახელება: „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი“ (245,5 მლნ).
დონორი ორგანიზაცია: KfW, EBRD, EIB, EC NIF.
კონტრაქტორი: SIEMENS (ავსტრია) - ქვესადგური; SIEMENS (გერმანია)- გარდამსახი სადგური.
პროექტის (სესხის) სრული ღირებულება: ქვესადგური - 38,3 მლნ ევრო; მუდმივი დენის გარდამსახი სადგური -141,3 მლნ ევრო (თანადაფინანსების, გადასახადების გარეშე).
დასრულების თარიღი: მუდმივი დენის გარდამსახი სადგური - 2013 წლის მაისი ; ქვესადგური - 2013 წლის დეკემბერი.
პროექტის შედეგი:
- საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა;
- აღნიშნული გადამცემი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველოს საშუალება ექნება განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი ან ტრანზიტი თურქეთში, ასევე თურქეთის გავლით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზარზე.