220 კვ. ეგხ-ების „აჯამეთი-1“-ის და „აჯამეთი-2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება

Ajameti-1-2-2.jpg

220 კვ. ე.გ.ხ.-ების: „აჯამეთი-1“და „აჯამეთი-2“ ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება/რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის 26 მარტის სხდომაზე შეთანხმებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 8 აპრილის #39 ბრძანებით დამტკიცებული „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ ფარგლებში. მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვესადგურ „ზესტაფონი-500”-სა და ქვესადგურ „ქუთაისი-220”-ს შორის კავშირი განხორციელდა დამატებითი, ახალი, 220 კვ. ე.გ.ხ. „აჯამეთი-3“-ის საშუალებით, რისთვისაც განხორციელდა ორი დამოუკიდებელი ხაზის გაორჯაჭვიანება: 220 კვ. ე.გ.ხ „აჯამეთი-2“-ის გაორჯაჭვიანება ქ/ს „ზესტაფონი-500“-დან არსებულ №24 ანძამდე და 220 კვ. ე.გ.ხ. „აჯამეთი-1“-ის გაორჯაჭვიანება №32 საყრდენიდან ქ/ს „ქუთაისი 220“-მდე. გაორჯაჭვიანების შემდეგ, „აჯამეთი-1“-ის და „აჯამეთი-2“-ის ახალ ჯაჭვს დაერქვა „აჯამეთი-3“.

220 კვ. ე.გ.ხ.-ების „აჯამეთი-1“ და აჯამეთი-2“ ზემოაღნიშნულ უბნებზე გაორჯაჭვიანება/რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პროექტების დეპარტამენტის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტების განყოფილების მიერ.

პროექტის დეტალები:

  • პროექტში გამოყენებული სადენის მარკა: AC- 400/51;
  • პროექტში გამოყენებული მეხდამცავი გვარლის ტიპი: C-70;
  • საპროექტო ტრასის ჯამური სიგრძე - 21,165;
  • საპროექტო ეგხ „აჯამეთი-3“ -სთვის გათვალისწინებულია 65 ერთეული ორჯაჭვიანი და 3 ერთეული ერთჯაჭვიანი ფოლადის მოთუთიებული საყრდენის დაყენება (ახალი საძირკვლებით და ახალი დამიწების კონტურის მოწყობით);
  • ქ/ს „ ზესტაფონი-500“ -ში და ქ/ს „ქუთაისი-220“-ში ე.გ.ხ. „აჯამეთი-3“- ის ახალი ჯაჭვისათვის მოეწყო ახალი უჯრედები;
  • სამონტაჟო ლითონის საყრდენების რაოდენობა - 68 ერთეული;
  • ქ/ს „ზესტაფონი-500“ -დან №25 საყრდენამდე გამოყენებული ოპტიკურ - ბოკჭოვანი კაბელი - SMF24G-652D.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა:

  • დამონტაჟდა 272 ერთეული, საპროექტო ანძის ფუნდამენტი;
  • დამონტაჟდა 68 ერთეული ანძა;
  • გაიჭიმა 134,2კმ АС 400/51 მარკის სადენი და 15 კმ C-70 ტიპის მეხდამცავი გვარლი თავისი სახაზო არმატურითა და გირლიანდებით;
  • 220 კვ. ე.გ.ხ.-ზე „აჯამეთი 2“-ის ატმოსფერული გადაძაბვებისაგან დაცვა და ქ/ს შორის ტელეკომუნიკაცია განხორციელდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით, 220 კვ. ე.გ.ხ. „აჯამეთი 2“-ს საყრდენებზე გამოყენებულია არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი თავისივე სამაგრი ელემენტებით (ტრასის სიგრძე 7,494 კმ;).

პროექტის ვადები:

  • პროექტის დაწყების თარიღი - 2016 წლის 3 ივნისი
  • პროექტი დასრულდა - 2017 წლის მაისში

სურათები

Ajameti-1-2-1.jpgAjameti-1-2-2.jpgAjameti-1-2-3.jpgAjameti-1-2-4.jpgAjameti-1-2-5.jpg

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Zurab-Pataraia

ზურაბ პატარაია

ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი

ტელ.:+995 32 2 510 202

ელ-ფოსტა:zurab.pataraia@gse.com.ge

sm-Vakhtang-Kvaratskhelia.jpg

ვახტანგ კვარაცხელია

ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: vakhtang.kvaratskhelia@gse.com.ge

sm-Giga-Eremadze.jpg

გიგა ერემაძე

ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის აღმოსავლეთის განყოფილების უფროსი

ტელ.:+995 32 510 202

ელ-ფოსტა: giga.eremadze@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები