ქვემოთ მოყვანილია პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება 2022-2032 წლებში:
- „ჯვარი-ხორგას“ პროექტი:
- 220 კვ. ორჯაჭვა ეგხ „ოდიში 1,2 “-ის („ჯვარი-ხორგა“) მშენებლობა, სიგრძე 60 კმ.
- „ბათუმი-ახალციხის“ პროექტი:
- 220 კვ. ორჯაჭვა ეგხ „შუახევი-ახალციხის“ მშენებლობა, სიგრძე 90კმ;
- 220/110/35 კვ ავტოტრანსფორმატორის მონტაჟი შუახევში.
- „ქსანი-სტეფანწმინდა-მოზდოკის“ პროექტი:
- 500/110 კვ. ქ/ს „სტეფანწმინდის“ მშენებლობა (დადგმული სიმძლავრე 250 მგვა);
- 500 კვ. ეგხ-ის მშენებლობა ქ/ს-დან „სტეფანწმინდა“ რუსეთის საზღვრამდე, სიგრძე 13 კმ.
- „მარნეული-აირუმის“ პროექტი:
- 500 კვ. ეგხ „მარნეული-აირუმის“ მშენებლობა (ქ/ს „მარნეული-500“-დან სომხეთ-საქართველოს საზღვრამდე 35,56 კმ, ასაშენებელი ხაზის სიგრძე 18 კმ;
- 500 კვ ეგხ „მუხრანის“ N42-N109 ანძებს შორის მონაკვეთის რეკონსტრუქცია, სიგრძე 17 კმ.
- „კოლხიდა-1-ის რეაბილიტაცია:
- 220 კვ. ეგხ „კოლხიდა-1“-ის რეაბილიტაცია, სიგრძე 66 კმ.
- „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხის“ პროექტი:
- 500 კვ. ქ/ს ,,წყალტუბოს“ მშენებლობა (დადგმული სიმძლავრე 501 მგვა, 250 მგვარ რეგულირებადი რეაქტორი);
- 500 კვ. ქვესადგურის „ახალციხე“ გაფართოება;
- 500 კვ. ეგხ-ის „ჯვარი-წყალტუბო“ მშენებლობა, სიგრძე 80 კმ;
- 500 კვ. ეგხ „წყალტუბო-ახალციხეს” (ერთი ჯაჭვი) მშენებლობა ორჯაჭვა საყრდენებზე,
ხაზის სიგრძე 104 კმ.
- „სვანეთის პროექტი“
- 500/110 კვ ქ/ს „ხუდონის“ მშენებლობა, დადგმული სიმძლავრე 250 მგვა;
- 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ შეჭრა ქ/ს „ხუდონში“, სიგრძე 0,5 კმ;
- 500/220 კვ ქ/ს „ნენსკრას“ მშენებლობა, 2x501 მგვა;
- 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ შეჭრა ქვესადგურ „ნენსკრაში”, სიგრძე 2 კმ;
- ორჯაჭვა 220 კვ კავშირი ნენსკრაჰესი-ქ/ს ნენსკრა, სიგრძე 1 კმ;
- ორჯაჭვა 220 კვ ეგხ „ნენსკრა-მესტიას“ მშენებლობა, სიგრძე 57 კმ;
- ერთჯაჭვა 500 კვ ეგხ „ნენსკრა-ჯვარის“ მშენებლობა, სიგრძე 47 კმ;
- 500 კვ ქ/ს ჯვარის გაფართოება 500 კვ ეგხ „ჯვარი-ნენსკრას“ მისაერთებლად და უჯრედის მოწყობა.
- პროექტი „რაჭა და ნამახვანი“:
- ახალი- 220/110 კვ. ქ/ს „ლაჯანურის“ მშენებლობა, სიმძლავრე 250 მგვა;
- 220 კვ ქვესადგურ „წყალტუბოს“ გაფართოება;
- ერთჯაჭვა 220 კვ. ეგხ-ის ქ/ს „ლაჯანური-ლაჯანურჰესი“ მშენებლობა, სიგრძე 4 კმ;
- 500 კვ. ეგხ „ლაჯანური-წყალტუბო“-ს მშენებლობა, სიგრძე 49 კმ;
- ორჯაჭვა (ფაზაში ორად გახლეჩილი) 220კვ ეგხ „ნამახვანი - წყალტუბოს“ მშენებლობა, სიგრძე 24 კმ (ეგხ 220 კვ „დერჩის" გაორჯაჭვიანება);
- ორჯაჭვა (ფაზაში ორად გახლეჩილი) 220კვ ეგხ "ქვემო ნამახვანი - ზემო ნამახვანი-ლაჯანურის" მშენებლობა, სიგრძე 34 კმ ( ეგხ 220 კვ დერჩის გაორჯაჭვიანება);
- 110 კვ. ორჯაჭვა ეგხ „ონი-ლაჯანურის“ მშენებლობა 220 კვ-ის გაბარიტებში, სიგრძე 55 კმ;
- 220 კვ. ორჯაჭვა ეგხ-ის „ხელედულა-ლაჯანური“ მშენებლობა, სიგრძე 45 კმ;
- ქ/ს „ლაჯანური 220/110“-ის გაფართოება 500 კვ. ფრთით, 801 მგვა ატ.
- პროექტი „გურია“:
- ქ/ს „ოზურგეთი 220/110“-ის მშენებლობა (დადგმული სიმძლავრე 250 მგვა, გაზრდის პერსპექტივით);
- 220 კვ. ეგხ-ის „პალიასტომი-1“ შეჭრა ქ/ს „ოზურგეთში“;
- 110 კვ. ორჯაჭვა ეგხ „ოზურგეთი-ზოტიჰესის“ მშენებლობა, სიგრძე 47 კმ.
- „ახალციხე-თორთუმის“ პროექტი:
- 500 კვ. ქ/ს „ახალციხის“ გაფართოება და უჯრედის მოწყობა ( 400 კვ. ეგხ „ახალციხე-თორთუმის“ მისაერთებლად);
- 400 კვ. ეგხ „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობა, სიგრძე საქართველო-თურქეთის საზღვრამდე 33 კმ;
- 500/400 კვ. მუდმივი დენის ჩანართის ( მესამე ) ბლოკის მოწყობა ქ/ს „ახალციხეში“ (350 მგვტ).
- „იმერეთის რეაბილიტაციის“ პროექტი:
- 500 კვ. ეგხ „იმერეთის“ რეაბილიტაცია, სიგრძე 128 კმ.
- „ქვესადგურების განახლების“ პროექტი:
- 110 კვ. ფრთის მოწყობა და ორი 220/110 კვ. 63 მგვა ავტოტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟი ქ/ს „ახალციხეში“;
- 110 კვ ძაბვის ორი უჯრედის მოწყობა ქ/ს „ზესტაფონში“;
- 15 ქვესადგურის ინფრასტრუქტურის განახლება;
- 110/35 კვ ფრთის მოწყობა და 220/110/35 კვ. ავტოტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟი ქ/ს „ონი 220“-ში.
- „კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერების“ პროექტი:
- ერთჯაჭვა 110 კვ ეგხ „სტორი ჰესი - ახალი თელავის“ მშენებლობა, სიგრძე 50 კმ;
- 220/110/10 კვ ქ/ს-ის „ახალი თელავი“ მშენებლობა;
- 110 კვ ეგხ „იყალთოს“ შეჭრა ქ/ს „ახალ თელავში“;
- 35 კვ ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაცია თუშეთის მიმართულებით, სიგრძე 35 კმ;
- ორჯაჭვა 220 კვ ეგხ „გურჯაანი - ახალი თელავის“ მშენებლობა ერთი ჯაჭვის დაკიდებით, სიგრძე 44.2 კმ;
- ორჯაჭვა 220 კვ ეგხ-ის, „ახალი თელავი - ახმეტა“ მშენებლობა, ერთი ჯაჭვის დაკიდებით, სიგრძე 30 კმ;
- ქვესადგურ „გურჯაანი 220/110“-ის რეაბილიტაცია;
- ორჯაჭვა 220 კვ ეგხ-ის „ახმეტა - ახალი ჟინვალი“ მშენებლობა, ერთი ჯაჭვის დაკიდებით, სიგრძე 33 კმ;
- 220/110 კვ. ახალი ქვესადგურის მშენებლობა ჟინვალში.
- „რეაქტიული სიმძლავრის წყაროს (კონდენსატორთა ბატარეა)“ პროექტი:
- 600 მგვარ რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი მოწყობილობების შეძენა-მონტაჟი აღმოსავლეთ საქართველოს 220 კვ. ძაბვის ქვესადგურებში.
- „თბილისის რეგიონის უსაფრთხო ელ. მომარაგების“ პროექტი:
- 220 კვ. ეგხ „არაგვის“ გაორჯაჭვიანება, სიგრძე 34 კმ და შესაბამისი უჯრედების მოწყობა;
- 220/110/35 კვ. 2x125მგვა ქ/ს „ნორიოს“ მშენებლობა;
- 220 კვ. ეგხ-ის „ვარკეთილი“ შეჭრა ქ/ს „ნორიო“-ში, სიგრძე 2x4 კმ;
- ქ/ს „ქსანი 500“-ში 500/220 კვ 501 მგვა ავტოტრანსფორმატორის შეცვლა 801 მგვა ატ-ით.
- 220 კვ.ეგხ „კუკიას“ გაორჯაჭვიანება, სიგრძე 17 კმ;
- ქართლის 220 კვ ქსელის გაძლიერების პროექტი:
- 220 კვ. ეგხ „ლიახვის“ გაორჯაჭვიანება, სიგრძე 56 კმ.
- 220 კვ. ეგხ „ნავთლუღი 1, 2“-ის რეაბილიტაცია, 38 კმ;
- 220 კვ. ეგხ „ურბნისის“ გაორჯაჭვიანება, სიგრძე 45 კმ;
- 220 კვ ეგხ „სურამის“ გაორჯაჭვიანება, სიგრძე 67 კმ.
- „330 კვ. ეგხ გარდაბანი-აღსტაფას გაორჯაჭვიანების“ პროექტი:
- 330 კვ ეგხ „გარდაბანი-აღსტაფას“ გაორჯაჭვიანება, სიგრძე 21 კმ (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე);
- 330/220 კვ. 400 მგვა ავტოტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟი და შესაბამისი უჯრედების მოწყობა ქვესადგურ „გარდაბანში“.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ბმული: საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა