შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და, ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

მიმდინარე ეტაპზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ იტალიური საკონსულტაციო კომპანია „ჩეზის“ (CESI) დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. აღნიშნული კვლევის ფარგლებში, კონსულტანტმა შეისწავლა პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები და მოამზადა შესაბამისი სკოპინგის ანგარიში. დოკუმენტში აღწერილია პროექტის განხორციელების საშუალებები და აქტივობები და პროექტის მშენებლობითა და ექსპლოატაციით გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების წინასწარი შეფასება. ანგარიშში, ასევე მიმოხილულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ასპექტები.

სამომავლოდ, პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური, ასევე, გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევების (ESIA) ჩატარებას. ამგვარად, დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები.

სკოპინგის ანგარიშთან ერთად აქვე წარმოდგენილია პროექტისათვის შემუშავებული შრომის მართვის პროცედურა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა და გარემოსდაცვითი და სოციალურ ვალდებულებათა გეგმა.

სურათები

tskalqvesha-kabelis-proeqtze-small.jpgBSSC-logo-small

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Nodar Ruadze -2

ნოდარ რუაძე

სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: nodar.ruadze@gse.com.ge

Nino Erkomaishvili.jpg

ნინო ერქომაიშვილი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მენეჯერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: nino.erkomaishvili@gse.com.ge

Tamar Gvatua.jpg

თამარ გვათუა

საერთაშორისო ინტერკონექციის სამსახურის უფროსი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: tako.gvatua@gse.com.ge

Salome DaTuashvili.jpg

სალომე დათუაშვილი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: salome.datuashvili@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები