ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი

პროექტის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, მეზობელი ქვეყნების ქსელის სტაბილურობის მხარდაჭერაზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირება და კერძო სექტორის უფრო ფართო მონაწილეობისთვის გზის გაკვალვა. პროექტი გაზრდის ელექტროქსელის შესაძლებლობას, ინტეგრირება გაუკეთოს განახლებადი ენერგიის უფრო მაღალ დონეს, თბილისთან ახლოს, ქსნის ქვესადგურში, მის გადამცემ ქსელში 200 მგვტ/200 მგვტ.სთ სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის (BESS) დამატებით. პროექტი ასევე გააუმჯობესებს სამართლებრივ და მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია ქსელში ისეთი შენახვის ტექნოლოგიების გათვალისწინებისა და ჩართვისთვის, როგორიცაა BESS და მწვანე წყალბადი. ეს ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის შეღწევაში, ასევე BESS-ის უფრო დიდი ობიექტებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაში.

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტები და ტენდერები