ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ახორციელებს „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამას“ (ENIP), რომლის ფარგლებშიც მომზადდა პროგრამით დაგეგმილი პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ანგარიში მომზადებულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „SLR Consulting Limited“ (გაერთიანებული სამეფო) მიერ.
ანგარიში მომზადდა EBRD-ის „გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის (2014)“ და ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2014/52/EU დირექტივების შესაბამისად.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდა ხუთ ცალკეულ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ ფარგლებში. ათწლიანი გეგმა დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. გეგმა განსაზღვრავს პროექტების სტრატეგიულ საჭიროებასა და მნიშვნელობას, რაც უმთავრესად გადამცემი ქსელის მდგრადობის გაზრდისა და ახალი ელექტროსადგურების ქსელთა მიერთების აუცილებლობიდან გამომდინარეობს.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში:
- გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა - ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები
- გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმა - გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არა-ტექნიკური რეზიუმე –წყალტუბოდან ახალციხემდე და თურქეთის საზღვრამდე
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არა-ტექნიკური რეზიუმე –ხაზი „გურიას“ პროექტი
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არა-ტექნიკური რეზიუმე – სვანეთი
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არა-ტექნიკური რეზიუმე – რაჭა-ლეჩხუმი
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არა-ტექნიკური რეზიუმე – კახეთი
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 2, პროექტის აღწერა
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 3, ბიომრავალფეროვნება, დოკუმენტი 3.1 შეფასება პროექტის მასშტაბით
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 3, ბიომრავალფეროვნება, დოკუმენტი 3.2 პროექტის კომპონენტების შეფასება
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 3 ბიომრავალფეროვნება, დოკუმენტი 3.3 სურათები
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 3, ბიომრავალფეროვნება, დოკუმენტი 3.4 დანართები
- გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება, IVტომი, სოციალური საკითხები, ტომი სოციალური საკითხები, დოკუმენტი 4.1 მთლიანი პროექტის შეფასება
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 4, სოციალური სფერო, დოკუმენტი 4.2 პროექტის კომპონენტების შეფასება
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ტომი 5 ფიზიკური გარემო დოკუმენტი 5.1 შეფასება პროექტის მასშტაბით
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 5, ფიზიკური გარემო, დოკუმენტი 5.2 პროექტის კომპონენტების შეფასება
- გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება, VI ტომი – დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა
- გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება, VII ტომი – მიწის შესყიდვის, განსახლების და კომპენსაციის ჩარჩო-დოკუმენტი
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 8, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის გეგმა (გსსმგ), დოკუმენტი 8.1გსსმგ მთლიანი პროექტისთვის
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 8, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის გეგმა (გსსმგ), დოკუმენტი 8.2 გსსმგ გადამცემი ხაზებისთვის
- ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტომი 8, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის გეგმა (გსსმგ), დოკუმენტი 8.3 გსსმგ ქვესადგურებისთვის
პროექტის შესახებ ნებისმიერი კომენტარი ან გამოხმაურება შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zezva.khvedelidze@gse.com.ge, ხოლო წერილობით: ბარათაშვილის ქ. #2, თბილისი; სსე-ს სათაო ოფისი.