ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება
სკოპინგის ანგარიში
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) მიერ წამოწყებული იმ რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) სკოპინგის ფაზის შედეგები, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ( EBRD), KfW განვითარების ბანკმა (KfW) და ევროკავშირმა (EU) უნდა დააფინანსოს. ეს პროექტები (‘პროექტი’) სსე-ს „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ ნაწილია1. აღნიშნული გეგმა განსაზღვრავს შემოთავაზებული პროექტების სტრატეგიულ საჭიროებას და მნიშვნელობას, რაც უმთავრესად გადამცემი ქსელის მდგრადობის გაზრდისა და ახალი ელექტროსადგურების ქსელთა მიერთების აუცილებლობიდან მომდინარეობს.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული:
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება
სკოპინგის ანგარიში
პროექტის შესახებ ნებისმიერი კომენტარი ან გამოხმაურება შეგიძლიათ მოგვაწოდოთ:
ელექტრონულ მისამართზე: zezva.khvedelidze@gse.com.ge
წერილობით: ბარათაშვილის ქ. #2, სსე-ს სათაო ოფისი.