საჩივრებზე რეაგირების მექანიზმი
ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და, შესაბამისად, ქვეყნის ინფრასტრუქტურის შენებით ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) სრულად იაზრებს და აცნობიერებს დიდ პასუხისმგბელობას საქართველოს იმ კერძო თემებისა და სოფლების კეთილდღეობის მიმართ, რომლებიც მიმდინარე და მომავალ საპროექტო არეალში ხვდებიან. სსე-ს მიაჩნია, რომ ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაცია/მშენებლობის ეფექტურად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია დაინტერესებულ მხარეებსა და მოსახლეობას შეეძლოს კომენტარის, საჩივრის, შეშფოთების ან ნებისმიერი შეხედულების დაფიქსირება. შესაბამისად, პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, იქნება ეს განსახლება, მიწების შესყიდვა თუ მცენარეულ საფარზე ზემოქმედება, ღიად განიხილება საზოგადოების დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
სსე ცდილობს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აქტიურად და სწრაფად დანერგოს საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკა. მან შეიმუშავა საჩივრების მართვის მექანიზმი (GRM), რომელიც ეფექტურად, დროულად და ეკონომიურად, წარმართავს იმ საჩივრებს, რომლებიც წარმოიქმნება სამშენებლო პროექტების განხორციელებისას. საჩივრისთვის დამახასიათებელი საკითხებია: მიწის შესყიდვა და ფიზიკური ადგილმონაცვლეობა, სამშენებლო ზიანი, გარემოზე ზემოქმედება და ა.შ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი ან ნებისმიერი პირი, რომელიც თვლის, რომ იმყოფება პროექტის ზემოქმედების ქვეშ, შეუძლია წარადგინოს საჩივარი:
1. საჩივრების რეგისტრაციის წერილობითი ფორმის შევსებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება:
- ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობებში და სამშენებლო სამუშაოების ზონიდან ახლოს განლაგებულ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ სოფლებში;
- თითოეული სამშენებლო ობიექტის შესასვლელში;
- სსე-ს სათაო ოფისში: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, 0105
2. ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gse.com.ge;
3. Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/electrosystema/ ;
4. ვერბალური (ზეპირი) გზით, საჩივრებზე რეაგირების ცხელ ხაზზე: +(99532) 2 510 202
თითოეულ მუნიციპალიტეტში სსე-ს წარმომადგენელი განიხილავს მიღებულ საჩივრებს და ჩაწერს მათ საჩივრების რეესტრში. სიტყვიერი/ზეპირი სახით მიღებული საჩივრები წერილობით ფორმით დაფიქსირდება საჩივრების რეესტრში. რეგისტრირებული საჩივრის ასლი გადაეცემა მომჩივანს.
საჩივრების გადაწყვეტის პროცესი მოიცავს შემდეგ მთავარ ნაბიჯებს:
- საჩივრების მიღება;
- საჩივრების დასაშვებობის შეფასება;
- საჩივრების გადაწყვეტის პირველი ეტაპი-საჩივრების დაკმაყოფილების მექანიზმის I ეტაპი მოიცავს საჩივრის (წერილობითი თუ ზეპირი) არაოფიციალურ (ზეპირ) განხილვას. საჩივრების დაკმაყოფილების ადგილობრივი კომიტეტი შეიქმნება მუნიციპალიტეტში, ხოლო მისი ოფისი განთავსდება მუნიციპალურ შენობაში. დასაშვები საჩივრის რეგისტრაციის შემდეგ მისი გადაწყვეტის მიზნით ჩაერთვება საჩივრების დაკმაყოფილების ადგილობრივი კომიტეტი. მოცემულ ეტაპზე საჩივარი განიხილება არაოფიციალური (ზეპირი) ფორმით, ხოლო შემდეგ საჩივრების დაკმაყოფილების კომიტეტის წევრები შეადგენენ ოქმებს და ხელს მოაწერენ აღნიშნულ საკითხზე;
- საჩივრის გადაწყვეტა ცენტრალურ დონეზე სსე-ში (მეორე ეტაპი);
- საჩივრის გადაწყვეტა საჩივრებზე რეაგირების კომისიის მიერ სსე-ში (მესამე ეტაპი) - იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მხარის საჩივარი არ გადაწყდება პირველი და მეორე ეტაპის შესაბამისად კომპანიაში იქმნება საჩივრებზე რეაგირების კომისია (კომისია შედგება რამდენიმე წევრისგან), რომელიც განიხილავს საჩივრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივრების დაკმაყოფილების შესახებ;
- საჩივრების დახურვა;
- საჩივრების ჩანაწერები და აღნუსხვა.
იმ შემთხვევაში, თუ სსე-ს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებს, მათ შეუძლიათ, წარადგინონ საქმე შესაბამის სასამართლოში.
ყველა მომჩივანი ინფორმირებული იქნება თავისი უფლებების და ვალდებულებების, წესების და პროცედურების შესახებ საჩივრების წარდგენასთან დაკავშირებით, ასევე საჩივრის ფორმატის, საჩივრის წარდგენის პირობების და სხვა საკითხების შესახებ.