220 კვ. ე.გ.ხ.„დერჩი“-ს რეკონსტრუქციის პროექტი (ქ/ს „წყალტუბო-220“-სა და არსებულ №74 საყრდენს შორის)
220 კვ. ე.გ.ხ. „დერჩი“-ს რეკონსტრუქციის პროექტი, განხორციელდა საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის 26 მარტის სხდომაზე შეთანხმებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 8 აპრილის #39 ბრძანებით დამტკიცებული „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის” ფარგლებში.
ფიქსირებული სქემის მიხედვით, 220 კვ. ე.გ.ხ. „დერჩი“ აკავშირებს ქ/ს „წყალტუბო-220“-ს „ლაჯანურჰესთან“. ე.გ.ხ.-ის მთლიან ტრასაზე განლაგებულია 162 ც. საყრდენი. ქ/ს „წყალტუბო-220“-დან №55 საყრდენის ჩათვლით, დამონტაჟებულია ორჯაჭვა საყრდენები (მარჯვენა მხარე უჭირავს ე.გ.ხ. „სათაფლია“-ს, ხოლო №55 საყრდენიდან „ლაჯანურჰესამდე“ დამონტაჟებულია ერთჯაჭვა საყრდენები).
220 კვ. ე.გ.ხ. „სათაფლიას“ რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, ქვესადგურ „წყალტუბო 220”-სა და ქვესადგურ „ქუთაისი 220”-ს შორის კავშირი განხორციელდა ორჯაჭვიანი 220 კვ. ე.გ.ხ.-ით „სათაფლია-1,2“). პროექტის ფარგლებში განხორციელდა „სათაფლია“-ს ერთჯაჭვიანი უბნის გაორჯაჭვიანება 220 კვ. ე.გ.ხ. „დერჩი-სათაფლიას“ არსებული №53 საყრდენიდან ქვესადგურ „წყალტუბო“-მდე არსებული ორჯაჭვიანი უბნის მეშვეობით. „სათაფლია-1,2“-სათვის გამოყენებული მონაკვეთის სანაცვლოდ, ქ/ს „წყალტუბო-220“-სა და 220 კვ. ეგხ „დერჩის“არსებულ №74 საყრდენს შორის აშენდა 220 კვ. ე.გ.ხ. „დერჩის“ ახალი, დამოუკიდებელი ტრასა.ჯამური სიგრძე შეადგენს 17,89 კმ-ს.
ე.გ.ხ. „დერჩი“-ს ახალი უბანი მიეკუთვნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მიწის ზედაპირის სიმაღლეთა დიაპაზონი მერყეობს ზღვის დონიდან 130–562 მ. შორის.
პროექტის დეტალები:
- პროექტში გამოყენებული სადენის მარკა: AC- 400/51;
- პროექტში გამოყენებული მეხდამცავი გვარლის ტიპი: C-70;
- საპროექტო ტრასის სიგრძე - 17,89კმ;
- სამონტაჟო ლითონის საყრდენების რაოდენობა - 60 ერთეული;
- გამოყენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის ტიპი SMF 24G-652D.
220 კვ. ე.გ.ხ. „დერჩი“-ს რეკონსტრუქცია (ქ/ს „წყალტუბო-220“-სა და არსებულ №74 საყრდენს შორის) დასრულებულია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
- 220კვ. ე.გ.ხ. ,,დერჩი“-ს ახალ, დაპროექტებულ ტრასაზე, ქ/ს „წყალტუბო-220“-სა და ე.გ.ხ. ,,დერჩი“-ს №74 საყრდენს შორის,დამონტაჟდა 60 (სამოცი) ერთეული ერთჯაჭვიანი ფოლადის მოთუთიებული საყრდენი;
- საყრდენების დასამონტაჟებლად ჩაიდო 240 ცალი ფუნდამენტი დამიწების კონტურის მოწყობით;
- ქ/ს „წყალტუბო-220“-სა და №74 საყრდენს შორის (ტრასის სიგრძე - 17,89 კმ) დამონტაჟდა AC-400/51 მარკის სადენი შესაბამისი სახაზო არმატურით და გირლიანდებით;
- ახალ აშენებულ ხაზზე გაიჭიმა OPGW 24 SMF ტიპის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი.
პროექტის ვადები:
- პროექტის დაწყების თარიღი 2016 წლის 1 მარტი;
- პროექტის დასრულების თარიღი - 2017 წლის ივნისის ბოლო.
სურათები
დაკავშირებული დოკუმენტები
პროექტის გუნდი
ზურაბ პატარაია
ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი
ტელ.:+995 32 2 510 202
ელ-ფოსტა:zurab.pataraia@gse.com.ge
ვახტანგ კვარაცხელია
ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: vakhtang.kvaratskhelia@gse.com.ge
გიგა ერემაძე
ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის აღმოსავლეთის განყოფილების უფროსი
ტელ.:+995 32 510 202
ელ-ფოსტა: giga.eremadze@gse.com.ge