ცენტრალური SCADA-ს სისტემის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების განახლების პროექტი

განახლებული SCADA/EMS სისტემის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა პასუხობს სისტემისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს. რომელთაგან აღსანიშნავია ელექტრული ქსელის განვითარებით გამოწვეული ახალი ობიექტების ინტეგრაცია და, შესაბამისად, სიგნალების გაზრდილი რაოდენობის დამუშავება. ამასთანავე, ახალი სისტემის თავსებადობა ENTSO-E-ის სტანდარტებთან.

SCADA/EMS-ის (Energy Management System) ახალი, მაღალი დონის არქიტექტურა მოიცავს SCADA-ს განახლებულ, გადამცემი ქსელის მართვის, მონიტორინგის და ინტელექტუალურ ფუნქციებს, ასევე ოპერატორების საწვრთვნელ სიმულატორს და დინამიკური მდგრადობის ანალიზის (SIGUARD DSA) მოდულს.

განახლებული აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა გააუმჯობესებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო მართვის პროცესს.

პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ (სესხი № 8377-GE ). ხელშეკრულება (№IDA/TGSP/DSI/DC/01-2017) გაფორმდა გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ავსტრიულ კომპანიასთან SIEMENS AKTIENGESELLSCHAFT OESTERREICH, 2017 წლის 21 დეკემბერს. პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად, 2015 წლის 13 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანიასთან PricewaterhouseCoopers Georgia LLC.

პროექტის მიმდინარეობის ფაზები და სტატუსი:

  • დასრულდა დიზაინისა და დაგეგმვის ფაზა;
  • კონტრაქტორის მიერ დასრულდა აპარატურის შესყიდვა;
  • დასრულდა მონაცემთა ბაზის მიგრაცია ახალ სისტემაში და ძირითადი სისტემის კონფიგურაციის სამუშაოები;
  • დასრულდა Data entry/ IMM, SCADA სისტემის ადმინისტრირების, TNA-ის, AGC-ის და სხვა მოდულების ძირითადი ტრენინგები;
  • წარმატებით დასრულდა საქარხნო (FAT) ტესტირებები;
  • სსე-ის სასერვეროებში და ოფისში გაეწყო ახალი SCADA-ს სისტემის სერვერები და სამუშაო ადგილები;
  • წარმატებით დასრულდა ადგილობრივი (SAT) ტესტირებები;
  • წარმატებით დასრულდა ხელმისაწვდომობის (AV) ტესტი;
  • განმეორებით ჩატარდა ტრენინგები;
  • 2020 წლის 24 ნოემბერს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი SCADA/EMS სისტემა.

პროექტის დანერგვის ხანგრძლივობა:

  • პროექტი დაიწყო 2017 წლის 22 დეკემბერს.
  • პროექტის დასრულების თარიღი იყო 2020 წლის 26 მაისი, მაგრამ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ფორს მაჟორული სიტუაციის გამო განხორციელდა პროექტის ვადის გახანგრძლივება 2020 წლის 27 ნოემბრამდე.

პროექტის ღირებულება:

  • პროექტის ღირებულება შეადგენს 2,819,918.45 ევროს (დღგ-ს ჩათვლით).

პროექტის გუნდი

bela rexviashvili.jpg

ბელა რეხვიაშვილი

პროექტის მენეჯერი
ტელ.:+995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: bela.rekhviashvili@gse.com.ge

nino lipartia.jpg

ნინო ლიპარტია

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: nino.lipartia@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები