ახალი ამბები

2015-10-08 

“მსოფლიო ბანკის” წარმომადგენლების ვიზიტი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში”

5-10 ოქტომბერს საქართველოს ეწვია მსოფლიო ბანკის მისია, რომელსაც შეუერთდა “საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის” (IFC) ექსპერტთა ჯგუფი. მისიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებთან სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, პროექტის მართვის ჯგუფთან და სამუშაოების ზედამხედველ კონსულტანტებთან.

შეხვედრაზე განხილვის ძირითად საკითხს წარმოადგენდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე “გადაცემის ქსელის გაძლიერების პროექტი”-ს ფარგლებში განხორციელებული პროექტის მთავარი კომპონენტის – 220კვ ახალციხე ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი, ასევე განისაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები პროექტის მე-2 მნიშვნელოვანი კომპონენტის – ელექტროენერგიით რეგიონალური ვაჭრობის პლატფორმის მოსამზადებელი სამუშაოების ხელშეწყობისა და განხორციელების მიზნით.

6-7 ოქტომბერს მისიის ტექნიკურმა ექსპერტმა ადგილზე მოინახულა ახალციხე ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის ტრასაზე ანძების განთავსების კრიტიკული წერტილები, რომლებიც დიზაინის პროცესში ცვლილებებს დაექვემდებარა.

8 ოქტომბერს სსე-ს სათაო ოფისში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის მართვის ჯგუფთან და ზედამხედველ კონსულტანტებთან.

World Bank Mission Visit to GSE1World Bank Mission Visit to GSE2World Bank Mission Visit to GSE3

კომუნიკაცია