2015-08-12
ქვესადგურის “ხორგა” და ელექტროგადამცემი ხაზების “ხორგა 1,2″ მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ქვესადგურის ”ხორგა 220/110” და ელექტროგადამცემი ხაზების “ხორგა 1,2″-ის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია 31 ივლისს გაიმართა. ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ორჯაჭვა ელექტროგადამცემ ხაზზე „ხორგა-1,2” სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოების ¾ უკვე შესრულებულია. დარჩენილია მხოლოდ ათი ანძის სამონტაჟო და მეორე ჯაჭვზე სადენის მონტაჟის სამუშაოები. გარდა ამისა, ქვესადგურში “მენჯი-220“ ხორციელდება ,,ხორგა 1,2“-ის ახალი, 220 კვ-ის უჯრედების მშენებლობის სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზები ”ხორგა 1,2” ქვესადგურ ”მენჯი 220”-ს ქვესადგურ ხორგა 220”-თან დააკავშირებს.
გადამცემი ხაზების მშენებლობა სექტემბრის თვეში, ხოლო ქვესადგურის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.