ახალი ამბები

2015-05-04 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალი , ახალციხე–ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას იწყებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და ინდურ კომპანია KEC-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი ახალციხე–ბათუმის 220კვ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ. ხაზის მშენებლობა 2015 წლის აგვისტოს თვეში დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით დაახლოებით 142 კმ სიგრძის, 220 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. „ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბათუმის ელექტრომომარაგებას, გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის მუშაობის საიმედოობას და ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში მოგვცემს საშუალებას, განვახორციელოთ ექსპორტი თურქეთსა და სხვა პოტენციური ბაზრების მიმართულებით“- განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

პროექტის განხორციელების შედეგად, ასევე შესაძლებელი გახდება მდინარე აჭარისწყალზე მშენებარე ჰესების -”შუახევიჰესი”-ს და “კორომჰეთიჰესი”-ს მიერთება სახელმწიფო ენერგოსისტემასთან და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემაში შეყვანა, რაც დაახლოებით 340 მეგავატს შეადგენს. პროექტი ხორციელდება „მსოფლიო ბანკის“ მხარდაჭერით , მისი ღირებულება 36,6 მლნ. აშშ დოლარია.

GSE starts the construction of new Akhaltsikhe-Batumi Power Transmission Line

კომუნიკაცია