მომართვის წესი
პირმა , რომელიც დაინტერესებულია ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებით („ტრანზიტის დამკვეთი“), საჭიროა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და გააფორმოს ხელშეკრულება ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.
„ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების“ გარდა, დამკვეთი ასევე ვალდებულია გააფორმოს ტრანზიტის გადახრებზე ექსპორტისა და იმპორტის ხელშეკრულება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან.
ტრანზიტის დამკვეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნულზე დაყრდნობით, თუ ტრანზიტის დამკვეთი არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული და მოქმედი რეზიდენტი კომპანია, მან ტრანზიტის გადახრაზე ექსპორტის ნიშნით უნდა გააფორმოს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციის და გადაცემის ლიცენზიატებთან.
თუ ტრანზიტის დამკვეთი არ არის ელექტროენერგიის მწარმოებელი, მან ხელშეკრულება ასევე უნდა გააფორმოს ელექტროენერგიის შეძენაზე და ტრანზიტული ელექტროენერგიის გაყიდვა/მიწოდებაზე.