მონაცემები ელექტროენერგეტიკული სისტემიდან
საქართველოს ენერგოსისტემაში წარმოდგენილია ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურები. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული ჯამური სიმძლავრე წარმოადგენს 4779,7 მგვტ. აქედან:
- ჰიდროსადგურები 3548,0 მგვტ:
- წლიური რეგულირების ჰესები 1993,1 მგვტ;
- დღიური რეგულირების ჰესები 294,3 მგვტ;
- სეზონური ჰესები 1260,6 მგვტ;
- სეზონური ჰესები (>15 მგვტ) 919,9 მგვტ;
- სეზონური (მცირე) ჰესები (<15 მგვტ) 340,7 მგვტ.
- თბოელექტროსადგურები 1181,4 მგვტ:
- ორთქლის ტურბინები 572,0 მგვტ;
- კომბინირებული ციკლის 486,2 მგვტ;
- გაზოტურბინა 110,0 მგვტ;
- ნახშირი 13,2 მგვტ.
- განახლებადი (გარდა ჰიდროსი) 50,3 მგვტ:
- ქარის ელექტროსადგური 39,5 მგვტ;
- მზის ელექტროსადგურები 10,8 მგვტ.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა დაკავშირებულია მეზობელ ქვეყნებთან შემდეგი მაღალი ძაბვის სისტემათაშორისი ხაზებით:
სისტემათაშორისი ხაზები:
| ქვეყანა | კავშირი, ეგხ, დასახელება | ნომ. ძაბვა (კვ) |
| GE<--> AM | „ალავერდი" | 220 |
| GE<--> AZ | „გარდაბანი -1" | 330 |
| GE<--> AZ | „გარდაბანი -2" | 330 |
| GE<--> AZ | „მუხრანის ველი" | 500 |
| GE<--> RU | „კავკასიონი" | 500 |
| GE<--> RU | „სალხინო" | 220 |
| GE<--> RU | „ჯავა" | 110 |
| GE<--> RU | „ნაკადული" | 110 |
| GE<--> TR | „მესხეთი"* | 400 |
| GE<--> TR | „აჭარა" | 220 |
* დაკავშირებულია მუდმივი დენის ჩანართით
