ქსელთან მიერთების ხელშეკრულება

ქსელთან მიერთების ხელშეკრულება ფორმდება განმცხადებელს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს შორის.

ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებენ დისპეტჩერიზაციის და გადაცემის ლიცენზიატები და ამტკიცებს სემეკი.

სემეკის 2017 წლის 10 მარტის N17/09 გადაწყვეტილებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დამტკიცდა გადამცემ ქსელზე მიერთების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არის გასაჩივრებული. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება შეჩერებულია.

მას შემდეგ რაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ან სემეკი დაამტკიცებს სტანდარტულ პირობებს, ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ განახლდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით.  

მომხმარებლებისთვის