გადამცემი სისტემის ოპერატორის ნებართვა გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე (110/35 კვ მომხმარებლები და მწარმოებლები)

გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მიზნით, განმცხადებელმა (რომელსაც სურს 35-110 კვ. ქსელთან მიერთება) განცხადება უნდა წარუდგინოს განაწილების შესაბამის ლიცენზიატს, ხოლო განაწილების ლიცენზიატმა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს ტექნიკური პირობა და შესაბამისი დოკუმენტაცია. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა განცხადებასთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს თავისი დასაბუთებული მოსაზრება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გაითვალისწინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის დასაბუთებული მოსაზრება გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზების საბოლოო პროექტის მომზადებისთვის.

განაწილების ლიცენზიატმა განმცხადებელს უნდა გაუგზავნოს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება, რომელსაც განაწილების ლიცენზიატი იღებს განაცხადის განხილვის, შესაბამისი მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელზე შესაძლო ზემოქმედების გამოკვლევის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოსაზრების (გადამცემ ქსელზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ) გათვალისწინებით. ქსელთან მიერთების შეთავაზების ასლი უნდა წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

მომხმარებლებისთვის