გადამცემ ქსელთან მიერთების პროცედურების მოკლე აღწერა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
გადამცემ ქსელთან მიერთების მსურველმა განცხადება უნდა წარუდგინოს გადაცემის შესაბამის ლიცენზიატს (გადამცემი ქსელის მფლობელს) (ბმული - განაცხადის ფორმა) და გააფორმოს მიერთების ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებთან.
გადამცემ ქსელზე მიერთება ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი მოიცავს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მაძიებლის მხრიდან გადაცემის ლიცენზიატისთვის განაცხადისა და ქსელის წესებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, გადაცემის ლიცენზიატისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ დოკუმენტაციის განხილვას და მიერთების მაძიებლისთვის მიერთების შეთავაზების წარდგენას;
ბ) გადამცემ ქსელზე მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს გადაცემის ლიცენზიატს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და მიერთების მაძიებელს შორის მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერას, მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას შესაბამისი მხარეების მიერ, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარების ტესტირების წარმატებით დასრულებასა და საექსპლუატაციოდ გამზადებას.
გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია შეამოწმოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადისა და ქსელის წესებით მოთხოვნილი დოკუმენტების ფორმალური მდგომარეობა. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მან აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს. იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები არ გამოსწორდება გათვალისწინებულ ვადაში, გადაცემის ლიცენზიატმა უკან უნდა დააბრუნოს განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან და პირველ ეტაპზე გადახდილ მიერთების საფასურთან ერთად.
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის და გადაცემის ლიცენზიატის მიერ განცხადების განხილვის ვადები განსაზღვრულია ქსელის წესების მე-10 დანართში.
მიერთების საფასური:
გადამცემ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება 500, 400, 330, 220, 110, 35 და 6-10 კვ ძაბვაზე.
მიერთების საფასურის გადახდა გათვალისწინებულია ორ ეტაპად:
1. მიერთების პირველი ეტაპის საფასურის გადახდა ხდება განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ, გადამცემ ქსელზე მიერთების თაობაზე განაცხადის შეტანისას. მისი ოდენობა დამოკიდებულია ძაბვის საფეხურზე და განსაზღვრულია ქსელის წესების დანართში №10.
2. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის გადახდა ხდება მიერთების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში.
მიერთების მეორე ეტაპის საფასურის ოდენობა დამოკიდებულია მოთხოვნილი ძაბვის საფეხურზე და მიერთების სქემაზე. მიერთების მეორე ეტაპის საფასურის ოდენობა ძაბვის საფეხურებისა და მიერთების სქემების მიხედვით, განსაზღვრულია ქსელის წესების დანართებში №11 და №12.
გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს დანართებით №11 და №12 შესაბამის ძაბვის საფეხურზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და უჯრედის მოწყობისათვის გათვალისწინებული საფასურების ჯამს.
იმ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელზე მიერთების სქემა ითვალისწინებს განმცხადებლის ობიექტის ალტერნატიულ ელექტრომომარაგებასაც, მიერთების მეორე ეტაპის საფასური განისაზღვრება ამ პუნქტის შესაბამისად როგორც ძირითადი, ასევე ალტერნატიული ელექტრომომარაგებისათვის გაანგარიშებული მიერთების საფასურების ჯამით.
500, 400, 330 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე მიერთების საფასურის მეორე ეტაპის გამოთვლა ხდება გადაცემის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს ქსელის წესების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების საფასურს.
ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების შესაძლო სტანდარტული ვარიანტებია:
ა) გადაცემის ლიცენზიანტის მფლობელობაში არსებულ ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა;
ბ) გადაცემის ლიცენზიატის გადამცემ ხაზში შეჭრა.გადაცემის ლიცენზიატის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობის შემთხვევაში, უჯრედს აწყობს (ამონტაჟებს) გადაცემის ლიცენზიატი, ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, აწყობს (ამონტაჟებს) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტს, როგორც გადაცემის ლიცენზიატის, ისე განმცხადებლის ქვესადგურში. მიერთებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა სამუშაოს ახორციელებს განმცხადებელი (მიერთების მსურველი). მიერთების აღნიშნული უჯრედი წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტი წარმოადგენს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებას.
გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში ხდება გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის ჩაჭრა და მისი მაძიებლის კუთვნილ ქვესადგურამდე მიყვანა. ჩაჭრისა და ქვესადგურამდე მიყვანის სამუშაოებს, მათ შორის, გადამცემი ხაზის მთლიანობის აღსადგენად საჭირო სახაზო-საკომუტაციო მოწყობილობების შეძენასა და მონტაჟს, ახორციელებს გადაცემის ლიცენზიატი. გადაცემის ლიცენზიატი ასევე ახორციელებს მაძიებლის ქვესადგურში უჯრედის, აღრიცხვის კვანძის მოწყობას (მონტაჟს), ხოლო დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მაძიებლის ობიექტში/ქვესადგურში, საკუთარი სახსრებით, აწყობს (ამონტაჟებს) I დონის SCADA-ს კომუნიკაციის ელემენტს. გადაცემის ლიცენზიატი ასევე პასუხისმგებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების პროექტირებაზე (ტექნიკური პროექტის მომზადება), ქვესადგურამდე მიყვანისთვის საჭირო მონაკვეთზე მიწის საკუთრებისა თუ სხვა საჭირო ნებართვების მოპოვებაზე. ელექტროგადამცემ ხაზში განხორციელებული შეჭრის შედეგად აშენებული ელექტროგადამცემი ხაზი, უჯრედი და აღრიცხვის კვანძი წარმოადგენს გადაცემის ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო I დონის SCADA კომუნიკაციის ელემენტი - დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საკუთრებას.
ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების შესაძლო სტანდარტულ ვარიანტს განსაზღვრავს გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით.
დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაცემის ლიცენზიატმა განმცხადებელს უნდა გაუგზავნოს ქსელზე მიერთების შეთავაზება ან მიერთებაზე დასაბუთებული უარი.
ქსელის მფლობელი ლიცენზიატის მიერ წარდგენილი მიერთების შეთავაზება მოიცავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებულ ტექნიკურ პირობას, მიერთების სავარაუდო თარიღებს, ფასთა ცხრილს (განმცხადებლის (მაძიებლის) მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემ ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ მეორე ეტაპის საფასურს) და მიერთების ხელშეკრულების პროექტს.
ქსელზე მიერთების თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება (ასევე ტექნიკური პირობა) ავტომატურად უქმდება.
ქსელზე მიერთებაზე უარი
გადაცემის ლიცენზიატი უფლებამოსილია განმცხადებელს უარი უთხრას ქსელზე მიერთებაზე იმ შემთხვევაში, თუ მისაერთებელ ობიექტთან უახლოეს ქვესადგურში ან გადამცემ ხაზზე არ არის თავისუფალი მიერთების სიმძლავრე, ან თუ ქსელზე ასეთი მიერთება საფრთხეს შეუქმნის მთელი გადამცემი სისტემის საიმედო ფუნქციონირებას.
ქსელზე მიერთებაზე უარის თქმა უნდა ეფუძნებოდეს დისპეტჩერიზაციის და გადაცემის ლიცენზიატების მიერ განსაზღვრულ დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს. სემეკის 2017 წლის 23 მარტის N21/31 გადაწყვეტილებით შეთანხმებულია გადამცემ ქსელზე მიერთების მოთხოვნაზე უარის თქმის ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმები და მათი შეფასების მეთოდოლოგია.
გადაცემის ლიცენზიატს უფლება არ აქვს ქსელზე მიერთებაზე უარი უთხრას ელექტროსადგურს შემდეგი მიზეზებით:
ა) გადამცემ სისტემაში არასაკმარისი თავისუფალი სიმძლავრე;
ბ) ახალი მიერთების შედეგად გადამცემ ქსელში მოსალოდნელი გადატვირთვა;
გ) ქსელის განმტკიცებისთვის ახალი მიერთებით გამოწვეული ფინანსური ხარჯები.
პერიოდი სულ განხილული განაცხადები გაცემული შეთავაზება დადგენილი ხარვეზი არ იქნა შევსებული უარი მიერთებაზე მიმდინარე განაცხადები.
საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები
მიმღების ბანკი | ს.ს. „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22 | |||||
მიმღების ანგარიში | GE02TB0600000102467636 | |||||
მიმღების სახელი | სს 'საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა' |