ელექტროენერგიის იმპორტის პირობები
ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილი მოცულობების ფარგლებში და პერიოდში, ხოლო ავარიული სიტუაციის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება შესაძლებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე.
თუ ელექტროსისტემის ნორმალურ რეჟიმში ოპერირების დროს, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა აღემატება ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობას ან/და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით დადგენილ რაოდენობას, უპირატესობა ენიჭება ელექტროენერგიის იმ იმპორტს, რომლის ფასიც ყველაზე დაბალია.