იმპორტიორებისთვის

ელექტროენერგიის იმპორტი, ყოველგვარი სახელმწიფო ნებართვისა თუ ლიცენზიის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დაცვით, შეუძლია ნებისმიერ პირს (იხილეთ ბმული: განაცხადის წარდგენა და ელექტროენერგიის იმპორტის პირობები) ამასთან, იმპორტიორი ეწოდება პირს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში (მიღების პუნქტის განმარტებისთვის იხილეთ ბმული საქართველოს კანონისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ) მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს). ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.