ელექტროენერგიის აღრიცხვის მომსახურებები

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ელექტროენერგიის აღრიცხვის შემდეგ მომსახურებებს: „ალფა მომსახურება“ და „სიმ-ბარათის მომსახურება“.

„ალფა მომსახურების“ გაწევა ხორციელდება შემდეგი საჭიროებებისთვის:

  • ელექტროენერგიის მრიცხველ(ებ)ის კონფიგურაცია;
  • საკომუნიკაციო მოწყობილობების (GSM და GPRS მოდემები) კონფიგურაცია;
  • ელექტროენერგიის აღრიცხვის საკომუნიკაციო სქემების მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება;
  • ელექტროენერგიის აღრიცხვის საკომუნიკაციო სქემებში ხარვეზების მოძიება;

„სიმ-ბარათის მომსახურების“ გაწევა ხდება შემდეგი საჭიროებებისთვის:

სიმ-ბარათ(ებ)ის დაქირავება ხორციელდება ქვედა ან/და საშუალო დონის ესკაა სისტემიდან შუალედური ან/და ზედა დონის ესკაა სისტემამდე GSM ან GPRS საკომუნიკაციო არხის დასადგენად, ელექტროენერგიის აღრიცხვის საკომუნიკაციო მოწყობილობების საშუალებით, აღრიცხული მონაცემების გაცვლისთვის.

მომხმარებლებისთვის