ელექტროენერგიის ექსპორტიორებისთვის
ელექტროენერგიის ექსპორტი, ყოველგვარი სახელმწიფო ნებართვისა თუ ლიცენზიის გარეშე, შეუძლია ნებისმიერ პირს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დაცვით (იხილეთ ბმული : განაცხადის წარდგენა და ელექტროენერგიის ექსპორტის პირობები). ამასთან, ექსპორტიორი ეწოდება პირს, რომელიც მიწოდების პუნქტში (მიწოდების პუნქტის განმარტებისთვის იხილეთ ბმული საქართველოს კანონისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ) ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ. ელექტროენერგიის ექსპორტიორს თავად შეუძლია განსაზღვროს ექსპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება.