კონტრაქტის რეგისტრაცია
ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ვაჭრობა ხორციელდება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით" განსაზღვრული წესით. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიით ვაჭრობა ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოებს შორის, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან კვალიფიციურ საწარმოდ. ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ასევე აქვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგებისა და გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში.
პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია ხდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-9 მუხლის შესაბამისად.
პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების განაცხადის ფორმებია:
1. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების განაცხადის ფორმა;
2. მომსახურების ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების განაცხადის ფორმა;
დოკუმენტები
- ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები 4_239_0.
- ელექტროენერგიის ყიდვა–გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სახელშეკრულებო განაცხადი
- გარანტირებული სიმძლავრის განაცხადი
- მომხმარებლების დაუკონტრაქტებელი ელ.ენერგია
- ინფორმაცია თავისუფალი ენერგიის შესახებ
- გადაცემის, დისპტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ყიდვა–გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სახელშეკრულებო განაცხადი
- ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცების თაობაზე
- წინარე რეგისტრაციის განაცხადი