ელექტროენერგიის აღრიცხვის მომსახურების გაწევის ზოგადი პირობები

ა. „ალფა მომსახურების“ გაწევის ზოგადი პირობები

„ალფა მომსახურების“ მომხმარებელი ვალდებულია:

1. „ალფა მომსახურების“ ხელშეკრულების საგნის დეტალურად განსაზღვრის მიზნით, სსე-ს წარუდგინოს ყველა აუცილებელი და მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე სსე-ს უწყებას (სსე-ს აღრიცხვის ლაბორატორიის ჩათვლით) გადასცეს მის მიერ შეძენილი ელექტროენერგიის მრიცხველები, საკომუნიკაციო მოწყობილობები ან/და ინტერფეისის კაბელები წინასწარი ტესტირებისა და საცდელი ექსპლოატაციისთვის;

2. წინასწარ გადაიხადოს „ალფა მომსახურების“ გაწევის სრული საფასური „ალფა მომსახურების“ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი (5) დღის განმავლობაში. „ალფა მომსახურების“ ფაქტობრივ შეძენამდე, „ალფა მომსახურების“ ღირებულება განისაზღვრება გაფორმებულ „ალფა მომსახურების“ ხელშეკრულებაში სსე-ს მიერ კლიენტისთვის „ალფა მომსახურების“ გაწევის დღეების რაოდენობის მიხედვით;

3. „ალფა მომსახურების“ გასაწევად, უზრუნველყოს სსე-ს დაახლოებით 4 (ოთხი) უფლებამოსილი წარმომადგენლის ორმხრივი ტრანსპორტირება სსე-ს შენობიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან, მათ შორის იგულისხმება სსე-ს წარმომადგენლების ტრანსპორტირება კლიენტის ადგილმდებარეობიდან საცხოვრებელ პუნქტამდე და უკან კლიენტის ადგილმდებარეობამდე, საჭიროების მიხედვით;

4. სსე-ს წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოს შესაბამისი სამუშაო პირობები ადგილზე, ამ მიმართულებით კლიენტმა უნდა უზრუნველყოს სსე-ს წარმომადგენლების შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადგილზე;

5. სსე-ს წარმომადგენლებს მიაწოდოს სრული ტექნიკური და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, რაც აუცილებელია „ალფა მომსახურების“ გასაწევად;

6. ადგილზე მოაწეროს ხელი სსე-ს მიერ „ალფა მომსახურების“ დასრულებაზე გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს;

7. შეიძინოს ელექტროენერგიის მრიცხველ(ებ)ი, აღრიცხვის მოწყობილობები ან/და ინტერფეისის კაბელები, რაც აუცილებელია „ალფა მომსახურების“ გაწევისათვის;

8. უზრუნველყოს შეძენილი მოწყობილობების მზაობა ადგილზე მათი სწორი ფუნქციონირებისთვის;

9. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, დაეხმაროს სსე-ს წარმომადგენლებს საცხოვრებელი ადგილის შერჩევაში;

სსე პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველ(ებ)ის, აღრიცხვის მოწყობილობების ან/და ინტერფეისის კაბელების ყიდვაზე და ამგვარი მოწყობილობების ხელმისაწვდომობაზე. პირიქით, კლიენტმა უნდა უზრუნველყოს ასეთი მოწყობილობების ფუნქციონირებისთვის მზაობა.

სსე პასუხს არ აგებს, თუ კლიენტის მიერ შეძენილი მოწყობილობებს გააჩნია ნაკლი ან/და დაზიანება და ამ ფაქტის გამო სსე-ს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ „ალფა მომსახურების“ გაწევა შეუძლებელია.

ბ. „სიმ-ბარათის მომსახურების“ გაწევის ზოგადი პირობები

ზოგადი პირობები მოიცავს შემდეგს:

1. „სიმ-ბარათის მომსახურების“ ხელშეკრულების კლიენტი ქირაობს სიმ-ბარათ(ებ)ს, რისთვისაც სსე-ს უხდის ყოველთვიურ საფასურს.

2. GSM სიმ-ბარათების შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი უცვლელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლიენტი სიმ-ბარათ(ებ)ს იყენებს არა იმ მიზნისთვის, რაც „სიმ-ბარათის მომსახურების“ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, არამედ სხვა მიზნებისთვის. ასეთ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა გადაიხადოს ამ მომსახურებების სრული თანხა „სიმ-ბარათის მომსახურების“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად. GSM სიმ-ბარათ(ებ)ის საფასურის გადახდა დამოკიდებულია იმ კალენდარული დღეების რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც კლიენტი გამოიყენებს სიმ-ბარათ(ებ)ს;

3. GPRS სიმ-ბარათების შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი არის ფიქსირებული მუდმივი, თუ აღრიცხული გადაცემული მონაცემების მოცულობა 3 მბ-ს არ აღემატება. თუ კლიენტი 5 მბ-ზე მეტი მოცულობის მონაცემებს გამოიყენებს, მან მთლიანად უნდა აუნაზღაუროს სსე-ს მის მიერ გამოყენებული ყოველ დამატებითი მეგაბიტის საფასური შესაბამისი GPRS ქსელის ოპერატორის ტარიფების მიხედვით. GSM სიმ-ბარათ(ებ)ის საფასურის გადახდა დამოკიდებულია კალენდარული დღეების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც კლიენტი ფლობდა სიმ-ბარათ(ებ)ს;

სსე პასუხს არ აგებს თუ GSM სიგნალი სუსტი ან ხარვეზიანია კლიენტის დაწესებულების შიგნით ან მის გარშემო, რის შედეგადაც აღრიცხული მონაცემების მიღება შეუძლებელია შუალედური ან/და ზედა დონის ესკაა სისტემით პირდაპირ მრიცხველიდან, ან ქვედა ან/და შუალედური დონის ესკაა სისტემით.

სიმ-ბარათ(ებ)ის კლიენტი პასუხუსმგებელია სიმ-ბარათ(ებ)ის იგივე ტექნიკურ მდგომარეობაში შენახვაზე, რა მდგომარეობაშიც ის მიიღებს ამ ბარათებს სსე-სგან.

მომხმარებლებისთვის