მიმართვის წესი
ა) „ალფა მომსახურების“ გაწევისთვის საჭირო ეტაპები
1-ლიეტაპი: „ალფა მომსახურების“ გაწევის თაობაზე განმცხადებელმა უნდა წარადგინოს წერილობითი მოთხოვნა შემდეგი ფორმით: ალფა მომსახურებაზე მოთხოვნა;
მე-2 ეტაპი: კლიენტი და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ადგენენ და აფორმებენ სტანდარტულ „ალფა მომსახურების“ ხელშეკრულებას;
მე-3 ეტაპი: კლიენტის მიერ სამსახურებრივი მივლინების მოთხოვნა:
„ალფა მომსახურებაზე“ კლიენტის მიერ სსე-სთვის ავანსის გადახდის შემდეგ, კლიენტმა წერილობით უნდა მიმართოს სსე-ს შემდეგი ფორმით: სამსახურებრივი მივლინების მოთხოვნა.
ბ) „სიმ-ბარათის მომსახურების“ გაწევის ეტაპები
1-ლიეტაპი: განმცხადებელმა „საკომუნიკაციო ბარათის მომსახურებაზე“ მოთხოვნაუნდა წარადგინოს წერილობითი სახითშემდეგი ფორმით: საკომუნიკაციო ბარათის მომსახურებაზე მოთხოვნა;
მე-2 ეტაპი: კლიენტი და სსე ადგენენ და აფორმებენ სტანდარტულ „სიმ-ბარათის მომსახურების“ ხელშეკრულებას;
მე-3 ეტაპი: მიღება-ჩაბარების აქტი და მომსახურების დაწყების თარიღი;
„სიმ-ბარათის მომსახურების“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სსე აწვდის და კლიენტი იბარებს მოთხოვნილ საკომუნიკაციო ბარათს. საკომუნიკაციო ბარათ(ებ)ის მიღებისა და ჩაბარების ფაქტზე მხარეები ორმხრივად აფორმებენ სტანდარტული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტს. „სიმ-ბარათის მომსახურების“ გაწევა იწყება მხარეების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად გაფორმების დღიდან.