ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500კვ. გადამცემი ხაზი

Qsani_Stepantsminda_line_1_small.jpg

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობის გაუმჯობესებას და, ასევე, ელექტროენერგიის გადაცემისა და მასშტაბური საბითუმო ვაჭრობის ხელშეწყობას საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს შორის.

საწყის ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კვ. ძაბვაზე და მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განთავსებული არსებული და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელ. ენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში.

შემდგომ ეტაპზე, განსაზღვრულია ხაზის დაკავშირება რუსეთის ენერგოსისტემასთან; შესაბამისად, სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე 500/110 კვ. ქვესადგურის მოწყობა და ხაზის გადაყვანა 500 კვ. ძაბვაზე. მისი გამტარუნარიანობა იქნება 1100 მგვტ. რაც შექმნის საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და ირანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ენერგეტიკულ მაგისტრალს და ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობასა და ფართომასშტაბიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას საქართველოს, რუსეთს, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსა და „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ ქვეყნებს შორის.

2015 წლის 17 ივნისს გაფორმდა კონტრაქტი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმთან ELTEL (ფინეთი) /EMC Ltd (ინდოეთი). პროექტის განხორციელებაზე საინჟინრო ზედამხედველობას ახორციელებს გერმანული კომპანია Fitchner.

ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს სტეფანწმინდაში არსებულ 110 კვ. ქვესადგურს და ქვესადგურს „ქსანი 500/220/110“. ხაზის სიგრძე 100 კმ-ია და ის გადის მცხეთის, დუშეთის და სტეფანწმინდის რაიონების ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით, თავდაპირველად განსაზღვრული იყო 247 ანძის მონტაჟი. ხაზის შემოვლითი მონაკვეთების განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, დასამონტაჟებელი ანძების საბოლოო რაოდენობამ შეადგინა 253.

პროექტის დეტალები:

ხაზის მშენებლობა დასრულებულია, კერძოდ:

  • 253 ფუნდამენტიდან დამონტაჟებულია 253 ანძის ფუნდამენტი;
  • 253 ანძიდან აწყობილია და დამონტაჟებულია 253 ანძა;
  • სადენი გაჭიმულია 95.90 კმ-ზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჭიმულია 95.90 კმ-ზე;
  • 2019 წლის 5 სექტემბერს მოხდა გადამცემი ხაზის ტესტირება და მისი ჩართვა სატესტო რეჟიმში;
  • 2019 წლის 1 ნოემბერს მოხდა ხაზის გამორთვა კონტრაქტორის მიერ ხაზის მდგრადი და საიმედო ოპერირების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად;
  • 2020 წლის 10 თებერვლიდან ხაზი ჩართულია და მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადაცემა
  • დეფექტების ლიკვიდაციის ორწლიანი პერიოდი დასრულებულია.

პროექტის ვადები:

  • პროექტი დაიწყო 2015 წლის 13 ივლისს.
  • 2020 წლის 10 თებერვლიდან ხაზი ჩართულია და მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადაცემა.

კონტრაქტის ღირებულება:

  • 24.874 მილიონი ევრო (დღგ-ს გარეშე)

დამატებითი ინფორმაცია:

დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის არსებული რიგი სადავო საკითხები (მათ შორის, ხაზის დამკვეთის მიერ გადაბარების თარიღი) კონტრაქტორის მიერ წარდგენილი იქნა დავების მომრიგებელ საბჭოზე. ამის შემდეგ, სადავო საკითხები კონტრაქტორის მიერ წარედგინა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ტრიბუნალს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საბოლოო გადაწყვეტილება გამოსცა 2024 წლის იანვარში. საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, დამკვეთის მიერ ხაზის გადაბარების თარიღად მიჩნეულია 2020 წლის 10 თებერვალი.

სურათები

Qsani_Stepantsminda_line_1_small.jpgQsani_Stepantsminda_line_2_small.jpgQsani_Stepantsminda_line_3_small.jpgQsani_Stepantsminda_line_4_small.jpgQsani_Stepantsminda_line_5_small.jpgQsani_Stepantsminda_line_6_small.jpg

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Jemal Akhalaia.jpg

ჯემალ ახალაია

სამხრეთის ქსელის მენეჯერი
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: jemal.akhalaia@gse.com.ge

tea toriashvili.jpg

თეა ტორიაშვილი

სამხრეთის ქსელის მენეჯერის მოადგილე
პროექტების მართვის საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: tea.toriashvili@gse.com.ge

nikoloz bibluri.jpg

ნიკოლოზ ბიბილური

სამხრეთის ქსელის მენეჯერის მოადგილე
ფინანსურ საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: nikoloz.bibiluri@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები