ახალი ამბები

2015-07-15 

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი სსე-ში

13-14 ივლისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სტუმრობდა სომხეთის რესპუბლიკის ”მაღალი ძაბვის ელექტროქსელების” დელეგაცია გენერალური დირექტორის არამ ანანიანის ხელმძღვანელობით.

შეხვედრები გაიმართა სსე-ის რეაბილიტაციის მმართველთან, სულხან ზუმბურიძესთან და კომპანიის მენეჯმენტთან. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სომეხი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება და ახალციხის ქვესადგურის დათვალიერება, სადაც დამონტაჟებულია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, მუდმივი დენის ჩანართი, რომლის ანალოგი კავკასიის რეგიონში ჯერჯერობით არ არსებობს.

სომხეთის რესპუბლიკა გეგმავს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და ორი, 350 მევაგავატის სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართის დამონტაჟებას. ამიტომ ახალციხის ქვესადგურში არსებული მუდმივი დენის ჩანართი, რომელიც საქართველოში უკვე 2 წელიწადია ექსპლუატაციაშია გაშვებული, მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს. სწორედ ამ სფეროში გაუზიარეს მათ გამოცდილება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა.

აღნიშნული 500 კვ. გადამცემი ხაზი სომხეთის რესპუბლიკის ენერგოსისტემას საქართველოს ენერგოსისტემასთან დააკავშირებს. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

Armenian Delegation’ s Visit to GSE1Armenian Delegation’ s Visit to GSE2Armenian Delegation’ s Visit to GSE3

კომუნიკაცია