2015-09-16
ქვესადგურში „ქსანი-500“ 500 კილოვოლტიანი რეაქტორის დამონტაჟების სამუშაოები წარმატებით დასრულდა
მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – ქვესადგურ „ქსანი-500“-ში 500 კილოვოლტიანი რეაქტორის დამონტაჟების სამუშაოები დასრულდა.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძალოვანი ტრანსფორმატორების და რეაქტორების პარკს 500 კილოვოლტიანი, 3 ცალი 60 მეგავარი სიმძლავრის მაშუნტირებელი რეაქტორი-РОМБСМ-60000/500 შეემატა.
პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი, ასევე ახალი რეაქტორი დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობისა და 500კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე წარმოქმნილი რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციაში.
სსე-ის სპეციალისტებმა, აგვისტოს გაუსაძლისი სიცხის პირობებში, უმოკლეს ვადაში – ერთი თვის განმავლობაში, შეძლეს რეაქტორის სამივე ფაზის მონტაჟი.