სს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს მსმენელთა მისაღებად ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე), ასევე მე-3 კურსის და მე-4 კურსის სტუდენტებს.

სწავლება 2 სემესტრიანია და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გაივლიან გასაუბრებას სსე-ს ხელმძღვანელობასთან მათი ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, რის საფუძველზეც მოხდება მსმენელთა დასაქმება სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.

სწავლის მსურველებმა ამ წლის 2022 წლის 14 აპრილიდან 10 სექტემბრამდე:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან CV;
  • პირადობის მოწმობის ასლი.

უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: nino.gvaramadze@gse.com.ge .

მისაღები კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: წერითი გამოცდა და გასაუბრება. მისაღები გამოცდის ბილეთი მოიცავს 2 საკითხს გამოცდის საკითხების სიიდან.

კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 10-დან 28 სექტემბრამდე. ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი კონკურსანტებს ეცნობება პირადად.

მისაღებ კონკურსში გამარჯვებულთათვის სწავლა უფასოა.

სწალება-გადამზადების ცენტრში მისაღები (წერითი) გამოცდის საკითხები

მისაღები გამოცდის ბილეთის ნიმუში

სააპლიკაციო ფორმა