რას გთავაზობთ

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგეტიკულ სექტორში, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს გთავაზობთ.

სსე, მომავალი 10 წლის მანძილზე, აქტიურად გააგრძელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფინანსური სახსრების ინვესტირებას. შესაბამისად, ჩვენთან მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებლობა გეძლევათ გახდეთ საინვესტიციო პროექტების გუნდის წევრი და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში. საშუალოვადიან პერიოდში, დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:

  • ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა (ჩრდილოეთის რგოლი), მდ. ენგურის და მდ. რიონის აუზებში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების გადამცემ ქსელთან მიერთების მიზნით.
  • რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით, ახალი, საერთაშორისო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა.

საინვესტიციო პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა“.

დასაქმებულებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ დინამიკურ, საინტერესო გარემოში, დააგროვონ უნიკალური სამუშაო გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიუმჯობესონ ტექნიკური და სოციალური უნარები ტრენინგების საშუალებით.

სსე დასაქმების მსურველებს სთავაზობს შრომის ბაზარის ადეკვატურ სახელფასო განაკვეთებსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.