2015-08-19
”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აგრძელებს გადამცემი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს
ელექტროგადამცემ ხაზზე „პალიატომი-2“ გრძელდება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. სამუშაოები 3 აგვისტოს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება, რითიც დამთავრდება ელექტროგადამცემი ხაზის „პალიასტომი-1,2“ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.
სექტემბრის თვეში ელექტროგადამცემ ხაზებზე: “მანავი“ და „თონეთი-2“ ოპტიკურ – ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟის სამუშაოები იწყება. კავშირგაბმულობისა და IT ტექნოლოგიების გამოყენება კომპანიას საშუალებას მისცემს, გააუმჯობესოს ელექტროსისტემის მართვის პროცესი. ხოლო ავარიული სიტუაციების დროს, ინფორმაციის სწრაფი გაცვლის მეშვეობით, სწრაფად მოხდება რეაგირება და გაიზრდება ენერგოუსაფრთხოება.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გადამცემი ქსელი კიდევ უფრო საიმედო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება.