ახალი ამბები

2016-04-06 

სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში

თურქეთის ელექტროენერგიის გადაცემის კორპორაციის (TEIAS) მოწვევით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით თურქეთის დედაქალაქს, ანკარას ესტუმრა.

სამუშაო შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის გადაცემის მოცულობებთან დაკავშირებით. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიის ტრანს-სასაზღვრო გადადინების მოცულობის გაზრდის საკითხებზე.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო თურქეთსა და საქართველოს შორის ახალი, 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ტორტუმი“  მშენებლობის შეთანხმების (construction egreement) საბოლოო ვარიანტის დეტალები. აღნიშნული ხაზი გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის მიმოცვლის საიმედოობასა და გაზრდის გადადინების მოცულობას.

კომუნიკაცია