220 კვ. ეგხ-ის „სათაფლია-1,2“ გაორჯაჭვიანების პროექტი
220 კვ. ეგხ „სათაფლია“-ს გაორჯაჭვიანება/რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის 26 მარტის სხდომაზე შეთანხმებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 8 აპრილის #39 ბრძანებით დამტკიცებული „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის” ფარგლებში.
მიღებული ტექნიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვესადგურ „წყალტუბო-220"-სა და ქვესადგურ „ქუთაისი-220“-ს შორის კავშირი განხორციელდა 220 კვ. ეგხ „სათაფლია“-ს ახალი გაორჯაჭვიანებული უბნისა და 220 კვ. ეგხ „დერჩი-სათაფლიას“ არსებული №53 საყრდენიდან ქვესადგურ „წყალტუბო“-მდე ორჯაჭვიანი უბნის მეშვეობით (მთლიანობაში იწოდება ეგხ. „სათაფლია-1,2“), ხოლო ამ მონაკვეთების სანაცვლოდ აშენდა 220 კვ. ეგხ „დერჩი“-ს ახალი მონაკვეთი.
220 კვ. ეგხ„სათაფლია“-ს ერთჯაჭვიან საჰაერო ხაზზე სარეაბილიტაციო პროექტი ორჯაჭვიანი „დერჩი-სათაფლია“-ს არსებული №53 საყრდენიდან „ქუთაისი 220“-ის ქვესადგურამდე განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პროექტების დეპარტამენტის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტების განყოფილების მიერ.
პროექტის დეტალები:
- პროექტში გამოყენებული სადენის მარკა: AC- 400/51;
- პროექტში გამოყენებული მეხდამცავი გვარლის ტიპი: C-70
- ეგხ. „დერჩი-სათაფლია“-ს №51 არსებული ორჯაჭვიანი საყრდენსა და ქვესადგურ „ქუთაისი 220“-ს შორის დამოტაჟდა საპროექტო სადენი AC-400/51, შესაბამისი სახაზო არმატურითა და ახალი მინის იზოლატორებით. სულ: 13,745 კმ - ტრასის სიგრძეზე;
- სამონტაჟო ლითონის საყრდენების რაოდენობა - 45 ერთეული;
- გამოყენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის ტიპი SMF 24G-652D.
პროექტის ვადები:
- პროექტის დაწყების თარიღი 2 მაისი 2016
- პროექტის დასრულების თარიღი 4 სექტემბერი 2016
სურათები
დაკავშირებული დოკუმენტები
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არატექნიკური რეზიუმე
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ტექნიკური რეზიუმე
- გარემოსდაცვითი მართვის გეგმა
პროექტის გუნდი
ზურაბ პატარაია
ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი
ტელ.:+995 32 2 510 202
ელ-ფოსტა:zurab.pataraia@gse.com.ge
ვახტანგ კვარაცხელია
ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამსახურის უფროსი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: vakhtang.kvaratskhelia@gse.com.ge
გიგა ერემაძე
ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის აღმოსავლეთის განყოფილების უფროსი
ტელ.:+995 32 510 202
ელ-ფოსტა: giga.eremadze@gse.com.ge