ახალი ამბები

2015-02-20 

ქვესადგურში „ქსანი-500“ ახალი მოწყობილობები დამონტაჟდება

2015 წელს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მიერ განხორციელდება 13 ერთეული ძაბვის ქვეშ ავტომატური რეგულირების მოწყობილობების (რპნ-ების) გამოცვლის სამუშაოები.
ამით გაგრძელდება ის მიმართულება, რომელიც კომპანიამ 2013 წელს აიღო და აჭარის რეგიონი სრულად მოიცვა. პროგრამა წარმატებით დაინერგა ქვესადგურში „დიდუბე-220“, 2015 წელს კი აღნიშნული სამუშაოები ქვესადგურში „ქსანი-500“ განხორციელდება.
სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყება. ამ ეტაპზე მოსამზადებული სამუშაოები უკვე დასრულებულია. განხორციელებულია ანძის დემონტაჟი, სახაზო და ექსპლოატაციის ბრიგადების მიერ ხორციელდება ქსნის სარეზერვო ფაზის რეაბილიტაცია. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და აპრილის დასაწყისში დასრულდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება სარეზერვო ფაზის იმედიანობა და მდგრადობა. ავარიის შემთხვევაში კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს დაზიანების კერის აღმოფხვრის საშუალება 4 საათის განმავლობაში, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის გარეშე შეეძლება.

კომუნიკაცია