ახალი ამბები

2015-10-09 

“მარნეული 500″ ქვესადგურის მშენებლობის გახსნა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან კაიალარი მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი, 500 კვ ქვესადგურის „მარნეული-500“-ის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით მიმდინარე „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მარნეულის რეგიონში, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 500 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობას იწყებს.
ახალი ქვესადგური არსებულ, 220/110 კვ ქვესადგურს „მარნეული“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება, რომელსაც სსე საკუთარი ძალებით აშენებს. 500 კვ ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს თურქული კომპანია ”ბესტი” განახორციელებს. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 660 მეგავოლტამპერი იქნება. პროექტის ღირებულება 20 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.

პროექტი 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

Opening Ceremony Dedicated to the Commencement of Substation 500 KV Marneuli Construction1Opening Ceremony Dedicated to the Commencement of Substation 500 KV Marneuli Construction2Opening Ceremony Dedicated to the Commencement of Substation 500 KV Marneuli Construction3

კომუნიკაცია